Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Apple ამტკიცებს, რომ მიაგნო პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებას, რაც წინ აღუდგება ჩინეთში რამოდენიმე ძველი მოდელის გაყიდვასთან დაკავშირებულ აკრძალვას. სააგენტო Reuters-ს კომპანიამ განუცხადა, რომ მომდევნო კვირაში გამოუშვებს სოფთვეარს, რომელიც შეეხება სადავო საქმეში არსებული ორი პატენტის ფუნქციონალურობას. თუკი სასამართლო თანხმობას განაცხადებს, Apple შეძლებს გააგრძელოს iPhone-ების გაყიდვა ჩინეთში. მათ შორის,  საუბარი ეხება შემდეგ მოდელებს: iPhone 6S, 6S Plus, 7, 7 Plus, 8, 8 Plus და X. 

მცირე ხნის წინ დადგენილ იქნა, რომ Apple არღვევდა Qualcomm-ის საპატენტო უფლებებს ჩინეთში. სმარტფონების გაყიდვის აკრძალვისთანავე Apple-მა CNBC-ს განუცხადა, რო iOS 12 - მისი ახალი პროგრამული უზრუნველყოფა კავშირში არაა დარღვევებთან. თუკი ეს დამტკიცდება, აკრძალვის გაუქმებისთვის საკმარისი იქნება განახლების გამოშვება iOS 12-მდელი iPhone-ებისთვის. Apple-ა უკვე მოითხოვა აკრძალვის გადახედვა. 

მიმდინარე დაპირსპირება Apple-სა და Qualcomm-ს შორის - მხოლოდ ნაწილია ამ ორი კომპანიის ურთიერთბრძოლისა. Qualcomm-ს ჰქონდა მცდელობა, აეკრძალა iPhone-ბის ამერიკულ ბაზარზე რეალიზაცია, ასევე ამტკიცებდა, რომ Apple-მა მოიპარა კომპანიის კუთვნილი პროგრამული კოდი და კონკურენტ Intel-ს გაუზიარა. თავის მხრივ Apple-ი Qualcomm-ს პატენტზე ფასების მატებაში ადანაშაულებდა.  

ამგვარი დაძაბულობის ფონზე, ნაკლებად სარწმუნოა, რომ Qualcomm-ი დაკმაყოფილდება და დასჯერდება Apple-ის მხრიდან პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას. საბოლოოდ დავის შედეგებს ჩინეთის სასამართლო განსაზღვრავს. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.