Magdalena Posted December 17, 2018 Posted December 17, 2018 მკვლევართა ჯგუფმა, პროექტ FastCharge-ის ფარგლებში, რომლის წევრებიც არიან Porsche-სა და BMW-ს წარმომადგენლები, წარადგინეს ახალი, 450 კილოვატიანი დამტენის პროტოტიპი, რომლის სიმძლავრე სამჯერ აღემატება Tesla-ს დამტენი სადგურისას. FastCharge-ის ახალი სადგური განთავსდა გერმანიაში, ბავარიაში. სისტემის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს BMW Group-ის, Porsche-ს, Allego-ს, Phoenix Contact E-Mobility-სა და Siemens-ის სპეციალისტებმა. ახალ მოწყობილობას შეუძლია უზრუნველყოს სამ წუთში დამუხტვის იმ მარაგის შევსება, რაც საკმარისია 100 კილომეტრის გასავლელად, ან დატენოს BMW i3 10-დან 80%-მდე სულ რაღაც 15 წუთში. შედარებისთვის, Tesla-ს მაქსიმალური სიმძლავრე 145 კილოვატია. თუმცა, სავარაუდოდ, FastCharge-ს წარმომადგენლები დიდხანს ვერ შეინარჩუნებენ ლიდერობას: Tesla-მ უკვე მოახდინა ქსელის მოდერნიზება და გაძლიერება 120 კილოვატის დამატებით და გეგმავს მაქსიმალური სიმძლავრის გაზრდას 250 კილოვატამდე მომდევნო წლისთვის. თუმცა, Tesla-სთვის სამწუხაროდ, ეს განახლებები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მისი დამტენი ქსელები ყველაზე სწრაფი გახდეს ამერიკის მასშტაბით. არცთუ ისე დიდი ხნის წინ კომპანია Electrify America-მ წარადგინა თავისი პირველი 350 კილოვატიანი დამტენი სადგური. ახალი ექსპერიმენტალური დამტენი სადგური იმუშავებს იმ ელექტრომობილებისთვის, რომლებიც წარმოდგენილნი არიან 400- ან 800-ვოლტიანი სისტემებით. გამოყენებული იქნება კონექტორი Combined Charging System (CCS) Type 2. სადგურის გამოყენება სრულიად უფასოდ შეუძლია ყველა მძღოლს, რომელთა მანქანებსაც შესაბამისი დამტენი კონექტორი გააჩნიათ. პერსპექტივაში, პროექტ FastCharge-ის ფარგლებში შექმნილი სადგურის წყალობით - რადიკალურად შემცირებული დამუხტვის დროის კუთხით - კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ელექტრომობილები. https://www.theverge.com/2018/12/14/18140868/fastcharge-porsche-bmw-450kw-electric-vehicle-charging-station 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.