Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

მკვლევართა ჯგუფმა, პროექტ FastCharge-ის ფარგლებში, რომლის წევრებიც არიან Porsche-სა და BMW-ს წარმომადგენლები, წარადგინეს ახალი, 450 კილოვატიანი დამტენის პროტოტიპი, რომლის სიმძლავრე სამჯერ აღემატება Tesla-ს დამტენი სადგურისას.  

FastCharge-ის ახალი სადგური განთავსდა გერმანიაში, ბავარიაში. სისტემის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს BMW Group-ის, Porsche-ს, Allego-ს, Phoenix Contact E-Mobility-სა და Siemens-ის სპეციალისტებმა. 

ახალ მოწყობილობას შეუძლია უზრუნველყოს სამ წუთში დამუხტვის იმ მარაგის შევსება, რაც საკმარისია 100 კილომეტრის გასავლელად, ან დატენოს BMW i3 10-დან 80%-მდე სულ რაღაც 15 წუთში. 

შედარებისთვის, Tesla-ს მაქსიმალური სიმძლავრე 145 კილოვატია. თუმცა, სავარაუდოდ, FastCharge-ს წარმომადგენლები დიდხანს ვერ შეინარჩუნებენ ლიდერობას: Tesla-მ უკვე მოახდინა ქსელის მოდერნიზება და გაძლიერება 120 კილოვატის დამატებით და გეგმავს მაქსიმალური სიმძლავრის გაზრდას 250 კილოვატამდე მომდევნო წლისთვის.  

თუმცა, Tesla-სთვის სამწუხაროდ, ეს განახლებები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მისი დამტენი ქსელები ყველაზე სწრაფი გახდეს ამერიკის მასშტაბით. არცთუ ისე დიდი ხნის წინ კომპანია Electrify America-მ წარადგინა თავისი პირველი 350 კილოვატიანი დამტენი სადგური. 

ახალი ექსპერიმენტალური დამტენი სადგური იმუშავებს იმ ელექტრომობილებისთვის, რომლებიც წარმოდგენილნი არიან 400- ან 800-ვოლტიანი სისტემებით. გამოყენებული იქნება კონექტორი Combined Charging System (CCS) Type 2. 

სადგურის გამოყენება სრულიად უფასოდ შეუძლია ყველა მძღოლს, რომელთა მანქანებსაც შესაბამისი დამტენი კონექტორი გააჩნიათ. 

პერსპექტივაში, პროექტ FastCharge-ის ფარგლებში შექმნილი სადგურის წყალობით - რადიკალურად შემცირებული დამუხტვის დროის კუთხით -  კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ელექტრომობილები. 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.