Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Google უკვე წელიწადზე მეტია მუშაობს აპლიკაცია Family Link-ზე, რომელიც განკუთვნილია იმ მიზნისთვის, რომ მშობლებმა უკეთ შეძლონ ბავშვების მიერ სმარტფონების გამოყენების გაკონტროლება და საჭიროების შემთხვევაში დაუბლოკონ კიდეც მათ მოწყობილობები. ამჯერად აპლიკაციის ფუნქცია ფართოვდება და მისი მხარდაჭერა ემატება Chromebook-ს: პლატფორმას დაემატება აპლიკაციის უკვე არსებული და ახალი ფუნქციებიც. 

მშობლებს შეეძლებათ „თეთრ სიაშ შეიტანონ ის საიტები, რომელთა მონახულებაც მიზანშეწონილი და ნებადართულია მოზარდებისთვის. გარდა ამისა, შეეძლებათ ბავშვებს დაუწესონ დივაისების მოხმარების ხანგრძლივობა, დისტანციურად დაბლოკონ მოწყობილობა და ინფორმაცია მიიღონ მოხმარების შესახებ. და პირველად, აპლიკაციის არსებობაში, „ზედამხედველ“ ექაუნთებს მიენიჭებათ  Google Play-ს აპლიკაციებზე წვდომის კონტროლი.  

ანალოგიურად, შესაძლებელი იქნება Android-აპლიკაციების თეთრ და შავ სიაში მოქცევა და მშობლები გააკონტროლებენ აპლიკაციებისა და თამაშების შეძენა-ჩამოტვირთვას თავიანთი ექაუნთებიდან. 

მართალია Chromebook-ი არ იწარმოება, როგორც  განსაკუთრებულად კარგ პლანშეტ (ჯერჯერობით), თუმცა მას აქვს ერთი დიდი უპირატესობა iPad-თან შედარებით: Chromebook-ები შესანიშნავია გამოსაყენებლად, როგორც მრავალი პირის მიერ მოხმარებადი დივაისი: ოჯახის ნებისმიერ წევრს შეუძლია მისი გამოყენება, ისე რომ წვდომა არ ექნება მეორე პირის მატერიალებთან. 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.