Jump to content

Recommended Posts

Posted

ახალი, სამომხმარებლო Ice Lake პროცესორებში ჩაშენებული გრაფიკა - Gen11 ბევრად წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს წინა Gen9.5 ვერსიასთან შედარებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

სამომავლო Gen11 ინტეგრირებული გრაფიკული მოწყობილობების გამოსვლა  დადასტურებულია Intel-ს მიერ. ცნობილია მათ შესახებ გარკვეული დეტალებიც: 24-ის ნაცვლად 64 Execution Units (Iris Plus Graphics 650-ში მათი რაოდენობაა 48). Gen11 გრაფიკული ბირთვი უზრუნველყოფს 1 TFLOP/წმ. სიჩქარეს, რაც Radeon Vega 8-ს დონეს უახლოვდება (1,12 TFLOP/წმ.). Vega 8 წარმოადგენს AMD Ryzen 3 2200G პროცესორის ნაწილს. 

image.png 

Tile-ს ბაზაზე რენდერინგი, განახლებული კვების ქვესისტემისა და ახალი FPU ინტერფეისის წყალობით, სავარაუდოდ წარმადობა მნიშვნელოვნად გაიზრდება ენერგომოხმარების გაზრდის გარეშე. როგორც Intel-ი აცხადებს, ეფექტურობა მოიმატებს. 

ახალი GPU-ს შემადგენლობაში შევა გაუმჯობესებული Media Encoder და Decoder. დადასტურებულია, რომ ექნება HDR-ისა და Adaptive Sync-ის მხარდაჭერა. პირველი პროდუქტები Gen11 გრაფიკით გამოჩნდება 10-ნანომეტრიან პროცესორებში და გაყიდვაში გამოვა 2019 წელს. 

 

  • Like 2

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.