Magdalena Posted December 14, 2018 Posted December 14, 2018 ახალი, სამომხმარებლო Ice Lake პროცესორებში ჩაშენებული გრაფიკა - Gen11 ბევრად წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს წინა Gen9.5 ვერსიასთან შედარებით. ფოტოს წყარო: Intel სამომავლო Gen11 ინტეგრირებული გრაფიკული მოწყობილობების გამოსვლა დადასტურებულია Intel-ს მიერ. ცნობილია მათ შესახებ გარკვეული დეტალებიც: 24-ის ნაცვლად 64 Execution Units (Iris Plus Graphics 650-ში მათი რაოდენობაა 48). Gen11 გრაფიკული ბირთვი უზრუნველყოფს 1 TFLOP/წმ. სიჩქარეს, რაც Radeon Vega 8-ს დონეს უახლოვდება (1,12 TFLOP/წმ.). Vega 8 წარმოადგენს AMD Ryzen 3 2200G პროცესორის ნაწილს. Tile-ს ბაზაზე რენდერინგის, განახლებული კვების ქვესისტემისა და ახალი FPU ინტერფეისის წყალობით, სავარაუდოდ წარმადობა მნიშვნელოვნად გაიზრდება ენერგომოხმარების გაზრდის გარეშე. როგორც Intel-ი აცხადებს, ეფექტურობა მოიმატებს. ახალი GPU-ს შემადგენლობაში შევა გაუმჯობესებული Media Encoder და Decoder. დადასტურებულია, რომ ექნება HDR-ისა და Adaptive Sync-ის მხარდაჭერა. პირველი პროდუქტები Gen11 გრაფიკით გამოჩნდება 10-ნანომეტრიან პროცესორებში და გაყიდვაში გამოვა 2019 წელს. https://overclockers.ru/blog/garik2013/show/22678/novaja-vstroennaja-grafika-gen11-ot-intel 2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.