Magdalena Posted December 14, 2018 Posted December 14, 2018 Razer-მა გადაწყვიტა შეამოწმოს თავისი ფანატების ლოიალურობის დონე და წარადგინა Razer Softminer-ი - პროგრამა მაინინგისთვის, რომელიც განკუთვნილია კომპიუტერზე დაყენებისა და კრიპტოვალუტების მაინინგისთვის. თუმცა ნაცვლად იმისა, რომ მომხმარებლებს კრიპტოვალუტები მიეღოთ, Razer-ს სურს, რომ ყველა მოპოვებული კრიპტოვალუტა თავისთვის დაიტოვოს, მომხმარებლები კი დაასაჩუქროს Razer Silver-ის ე.წ. წამახალისებელი კრედიტებით. Razer Softminer-ი იყენებს მაღალი წარმადობის GPU-ს და არაფერია ნახსენები იმასთან დაკავშირებით, თუ რისთვისაა განკუთვნილი ფაქტიური მაინერი. ცხადია, რომ მომხმარებლები არ ეწევიან Razer Silver-ის მაინინგს (როგორც კომპანია აღიარებს, იგი არ არის კრიპტოვალუტა) და ეს ლოიალურობის კრედიტები გაიცემა ეკვივალენტის სახით. მაინინგის პროგრამას, რომელიც მუშაობს NVIDIA GTX 1050-ზე ან AMD RX 460-ზე მთელი დღის განმავლობაში, მოაქვს ~ 500 Razer Silver-ი და მისი გამოყენება შესაძლებელია Razer-ის სხვადასხვა პერფერიული მოწყობილობების შესაძენად: თამაშების, ვაუჩერების და სხვ. Razer Silver-ის მოქმედების ვადა მოგებიდან 12 თვეში იწურება , რაც ამ წამოწყებას საკმაოდ არამიმზიდველს ხდის იმის გათვალისწინებით, რომ, მაგალითად, კომპიუტერული თამაშებისთვის საჭიროა 21 000 „ვერცხლი“ (40-დღიანი უწყვეტი მაინინგი თამაშის მოსაპოვებლად, როცა მისი შეძენა სულ რაღაც 10-15 დოლარად არის შესაძლებელი ყოველგვარი ფასდაკლების გარეშეც კი). თავად Razer-ის პროდუქტების მოსაპოვებლად კი გაცილებით ბევრი დროა საჭირო, ზოგ შემთხვევაში წელიწადზე მეტიც კი. https://overclockers.ru/blog/garik2013/show/22686/razer-hochet-zarabotat-na-majninge-s-pomoschju-svoih-fanatov Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.