Jump to content

Recommended Posts

Posted

Razer-მა გადაწყვიტა შეამოწმოს თავისი ფანატების ლოიალურობის დონე და წარადგინა Razer Softminer-ი - პროგრამა მაინინგისთვის, რომელიც განკუთვნილია კომპიუტერზე დაყენებისა და კრიპტოვალუტების მაინინგისთვის. თუმცა ნაცვლად იმისა, რომ მომხმარებლებს კრიპტოვალუტები მიეღოთ, Razer-ს სურს, რომ ყველა მოპოვებული კრიპტოვალუტა თავისთვის დაიტოვოს, მომხმარებლები კი დაასაჩუქროს Razer Silver-ის  
ე.წ. წამახალისებელი კრედიტებით. 

image.jpeg

image.jpeg

Razer Softminer-ი იყენებს მაღალი წარმადობის GPU-ს და არაფერია ნახსენები იმასთან დაკავშირებით, თუ რისთვისაა განკუთვნილი ფაქტიური მაინერი. ცხადია, რომ მომხმარებლები არ ეწევიან Razer Silver-ის მაინინგს (როგორც კომპანია აღიარებს, იგი არ არის კრიპტოვალუტა) და ეს ლოიალურობის კრედიტები გაიცემა ეკვივალენტის სახით. მაინინგის პროგრამას, რომელიც მუშაობს NVIDIA GTX 1050-ზე ან AMD RX 460-ზე მთელი დღის განმავლობაში, მოაქვს ~ 500 Razer Silver-ი და მისი გამოყენება შესაძლებელია Razer-ის სხვადსხვა პერფერიული მოწყობილობების შესაძენად: თამაშების, ვაუჩერების და სხვ.  

Razer Silver-ის მოქმედების ვადა მოგებიდან 12 თვეში იწურება , რაც ამ წამოწყებას საკმაოდ არამიმზიდველს ხდის იმის გათვალისწინებით, რომ, მაგალითად, კომპიუტერული თამაშებისთვის საჭიროა 21 000 „ვერცხლი“ (40-დღიანი უწყვეტი მაინინგი თამაშის მოსაპოვებლად, როცა მისი შეძენა სულ რაღაც 10-15 დოლარად არის შესაძლებელი ყოველგვარი ფასდაკლების გარეშეც კი). თავად Razer-ის პროდუქტების მოსაპოვებლად კი გაცილებით ბევრი დროა საჭირო, ზოგ შემთხვევაში წელიწადზე მეტიც კი. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.