Magdalena Posted December 14, 2018 Posted December 14, 2018 მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინჟინრებმა აღმოაჩინეს საშუალება, თუ როგორ უნდა მოხდეს კომპიუტერის აჩქარება ბიოლოგიური ვირუსი-ბაქტერიოფაგის - M13-ის საშუალებით. ვირუსი საშუალებას იძლევა შემცირდეს ოპერატიული მეხსიერებიდან ინფორმაციის გადატანის დრო მყარ დისკზე. ამის შესახებ წერს ScienceAlert. ამჟამად უამრავი კომპიუტერი მუშაობს შენელებულად მაღალსიჩქარიანი ოპერატიული მეხსიერებიდან მონაცემთა მყარ დისკზე გადატანისას შექმნილი შეფერხებების გამო. მკვლევარებმა მიაგნეს საშუალებას - შემცირდეს ეს შეფერხება ორი სანახი სივრცის ერთით ჩანაცვლებით - ეს არის ფაზიანი მეხსიერება. თუმცა ამგვარი სისტემის მქონე მოწყობილობები იმ ტემპერატურამდე ცხელდება, რაც საკმარისია ფაზიანი მეხსიერების ერთ-ერთი მთავარი მატერიალის - გალიუმის ანტიმონიდის დაშლისთვის. მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა სინგაპურელ კოლეგებთან ერთად დაადგინეს, რომ ბაქტერიოფაგი M13 ერთამენთთან აკავშირებს გალიუმის ანტიმონიდის ნაწილაკებს და საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს ქმედითუნარიანობა მაღალ ტემპერატურაზეც კი. მეხსიერების ახალი სისტემის გამოყენება საშუალებას იძლევა ფაილებთან მუშაობის დრო შემცირდეს 10 ნანოწამით. ადრე, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა წარმოადგინეს ხმაურის ჩამხშობი თეორიული სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა გაიზარდოს გამოთვლითი სიზუსტე კვანტურ კომპიუტერში. დიდი ალბათობით, სამომავლო აღმოჩენები კაცობრიობას საშუალებას მისცემს მიაღწიოს „კვანტურ უპირატესობას“ ჩვეულებრივ კომპიუტერებზე. https://hightech.fm/2018/12/10/biological-computer 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now