Magdalena Posted December 14, 2018 Posted December 14, 2018 ნეიროქსელი პროგნოზირებს, სად შეიძლება წავიდეს ადამიანი, იმის მიხედვით, თუ სად გადაადგილდებოდა ამ დრომდე მსგავს ვითარებაში. მაგალითად, თუკი მომხმარებელი სპორტდარბაზში იმყოფება, ალგორითმი აფასებს იმის ალბათობას, წავა თუ არა იგი აქედან რესტორანში. თუკი განისაზღვრება, რომ წასვლის ალბათობა დიდია, ხელოვნური ინტელექტი ამ ადამიანის Faceebook-ის სიახლეების შეტყობინებებში დაამატებს რეკლამას უახლოესი რესტორნის ან იმ დაწესებულების შესახებ, სადაც მომხმარებელი ამ დრომდე უკვე იყო ნამყოფი. გადაადგილების განსაზღვრის მეორე ტიპი ეყრდნობა ფართო მონაცემებს - ალგორითმი აანალიზებს მომხმარებლების ინფორმაციას Wi-Fi-ს, Bluetooth-ის, ფიჭური კავშირის და NFC-ჩანიშვნების საფუძველზე. ამის შემდეგ, ნეიროქსელი ჯგუფებად აერთიანებს მომხმარებლებს. მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ერთ კინოთეატრში იმყოფებოდნენ და ახლო-მახლო Starbucks-ს ეძებენ, ერთ კატეგორიაში გაერთიანდებიან. თითოეულ მათგანს ხელოვნური ინტელექტი წარუდგენს უახლოეს ადგილას მდებარე Starbucks-ის რეკლამას, რადგან არის ალბათობა, რომ ეს ადამიანები ფილმის ყურების შემდეგ იქ გაემართებიან. https://hightech.fm/2018/12/11/ai-snooping 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now