Jump to content

Recommended Posts

Posted

MSI Optix MAG321CQR 

კომპანია MSI-მ დააანონსა მოდელი - MSI Optix MAG321CQR, რომელიც განკუთვნილია გეიმინგ-სისტემებში გამოყენებისთვის. მას აქვს 31,5-დუიმიანი VA მატრიცა, ეკრანის გაფართოება შეადგენს 2560 × 1440 პიქსელს. სიმკვეთრის, ტიპიური კონტრასტულობისა და დინამიური კონტრასტულობის მაჩვენებლებია 300 cd/m2, 3000:1 და 100 000 000:1. 

image.jpeg

მონიტორს რკალისებრი ფორმა აქვს. რეალიზებულია სისტემა AMD FreeSync, რომელიც უზრუნველყოფს კადრების ცვლის სიხშირის სინქრონიზაციას გრაფიკულ ბარათსა და დისპლეის შორის. 

მატრიცის რეაქციის დროა 1მილიწამი. პანელს აქვს 144 ჰერცი განახლების სიხშირე და თვალთახედვის 178-გრადუსიანი არეალი.  

მონიტორზე წარმოდგენილია ორი HDMI 2.0 ინტერფეისი და DisplayPort 1.4, აგრეთვე, USB პორტი.  

image.jpeg 

Optix MAG321CQR მონიტორი წარმოდგენილია MSI Mystic Light განათებით. სადგამი რეგულირებადი და შესაძლებელია ეკრანის დახრა ან სიმაღლის მომატება. 

გამოყენებული ტექნოლოგიის, Less Blue Light-ის მეშვეობით შემცირებულია თვალებზე ნეგატიურად მოქმედი ლურჯი ფერის გავლენა, რაც ხანგრძლივი თამაშის საშუალებას იძლევა. ასევე რეალიზებულია სისტემა, რომელიც ხელს უშლის ციმციმს. 

მონიტორის გაყიდვის თარიღისა და ფასის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ არის. 

MSI Infinite X 9th: მძლავრი კომპიუტერი თამაშების მოყვარულთათვის  

MSI წარმოგიდგენთ დესკტოპ-კომპიუტერს - Infinite X 9th, რომელიც დაპროექტებულია სპეციალურად იმ მომხმარებლებისთვის, ვინც თამაშებითაა გატაცებული. 

image.jpeg

 

მაქსიმალური კონფიგურაციის მქონე სისტემას აქვს Coffee Lake თაობის Core i9-9900K პროცესორი, რომელიც შეიცავს რვა ბირთვს და შეუძლია ერთდოულად 16 ნაკადის დამუშავება. ტაქტის ნომინალური სიხშირეა 3,6 გჰც, მაქსიმალური - 5,0 გჰც. 

გრაფიკულ ქვესისტემაში გამოყენებულია მძლავრი დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce RTX 2080 Ti. გაგრილებას უზრუნველყოფს ეფექტური სისტემა Silent Storm Cooling 3. 

 

image.jpeg 

კომპიუტერის გვერდითი პანელი დამზადებულია გამოწრთობილი მინისგან, გამოყენებულია საფირმო განათება - Mystic Light. 

მფლობელეს შეეძლებათ საჭირო მოცულობის მქონე დრაივების ან მყარი დისკის დაყენება, აგრეთვე მფლობელის სურვილზეა დამოკიდებული ოპერატიული მეხსიერების მოცულობაც. 

image.jpeg 

პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10. კომპიუტერის ფასი ჯერჯერობით უცნობია. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.