Magdalena Posted December 13, 2018 Posted December 13, 2018 CES 2019-ზე, რომელიც 8-11 იანვარს გაიმართება, კომპანია LG აპირებს დააანონსოს კომპაქტური ლუდის აპარატი - LG HomeBrew. გარეგნულად და გაბარიტების მიხედვით, აგრეგატი ყავის აპარატს წააგავს და იმართება ერთი ღილაკით. თუმცა მისი მოქმედების ხანგრძლივობა დიდია. 5 ლიტრი ლუდის მოსამზადებლად საჭიროა დაახლოებით ორი კვირა, თანაც დრო დამოკიდებულია ლუდის სახეობაზე. აპარატის სამოქმედოდ საჭიროა ალაო, საფუარი, საფუარის ზეთი და არომატიზატორები. დამზადების ტექნოლოგიური პროცესი ავტომატიზირებულია და მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ფერმენტაცია, გაზირება, დაძველება, დაწმენდა და სასმლის მოწოდება. პირველ ეტაპზე მომხმარებლებს შეეძლებათ დაამზადონ ხუთი სახეობის ლუდი: ამერიკული IPA, ამერიკული ღია ფერის „ელი“, ინგლისური „სტაუტი“, ბელგიური „თეთრი“ და ჩეხური „პილსნერი“. ლუდის ხარშვის მართვისა და პროცესზე დაკვირვებისათვის შემუშავებულია სპეციალური iOS და Android-აპლიკაცია. როგორც კომპანია LG-ში აცხადებენ, უზრუნველყოფილი იქნება უმაღლესი ხარისხი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და დუღილის დროს ტემპერატურის მართვის წყალობით. როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, LG HomeBrew - ეს არ იქნება უბრალოდ სასაჩუქრედ განკუთვნილი მოწყობილობა ლუდის მოყვარულთათვის, ეს სერიოზული გარღვევაა ინოვაციების ისტორიაში. ამ აპარატის წყალობით მაღალი ხარისხის ქაფიანი ლუდის დამზადება მეტად მარტივი იქნება მომხმარებლისთვის. მის ერთადერთ ნაკლს მხოლოდ პროცესის ხანგრძლივობა წარმოადგენს. https://overclockers.ru/blog/identificator/show/22646/mechty-sbyvajutsja-lg-sozdala-kapsulnuju-pivomashinu 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.