Jump to content

Recommended Posts

Posted

CES 2019-ზე, რომელიც 8-11 იანვარს გაიმართება, კომპანია LG აპირებს დააანონსოს კომპაქტური ლუდის აპარატი - LG HomeBrew. გარეგნულად და გაბარიტების მიხედვით, აგრეგატი ყავის აპარატს წააგავს და იმართება ერთი ღილაკით. თუმცა მისი მოქმედების ხანგრძლივობა დიდია. 5 ლიტრი ლუდის მოსამზადებლად საჭიროა დაახლოებით ორი კვირა, თანაც დრო დამოკიდებულია ლუდის სახეობაზე. 

image.jpeg

აპარატის სამოქმედოდ საჭიროა ალაო, საფუარი, საფუარის ზეთი და არომატიზატორები. დამზადების ტექნოლოგიური პროცესი ავტომატიზირებულია და მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ფერმენტაცია, გაზირება, დაძველება, დაწმენდა და სასმლის მოწოდება. პირველ ეტაპზე მომხმარებლებს შეეძლებათ დაამზადონ ხუთი სახეობის ლუდი: ამერიკული IPA, ამერიკული ღია ფერის „ელი“, ინგლისური „სტაუტი“, ბელგიური „თეთრი“ და ჩეხური „პილსნერი“. 

image.jpeg 

ლუდის ხარშვის მართვისა და პროცესზე დაკვირვებისათვის შემუშავებულია სპეციალური iOS და Android-აპლიკაცია. როგორც კომპანია LG-ში აცხადებენ, უზრუნველყოფილი იქნება უმაღლესი ხარისხი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და დუღილის დროს ტემპერატურის მართვის წყალობით.   

image.jpeg 

როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, LG HomeBrew - ეს არ იქნება უბრალოდ სასაჩუქრედ განკუთვნილი მოწყობილობა ლუდის მოყვარულთათვის, ეს სერიოზული გარღვევაა ინოვაციების ისტორიაში. ამ აპარატის წყალობით მაღალი ხარისხის ქაფიანი ლუდის დამზადება მეტად მარტივი იქნება მომხმარებლისთვის. მის ერთადერთ ნაკლს მხოლოდ პროცესის ხანგრძლივობა წარმოადგენს. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.