Jump to content

Recommended Posts

Posted

უამრავი ადამიანი აღმოჩენილა სიტუაციაში, როცა სამსახურში ან სხვა ადგილას მისვლისას აღმოაჩინეს, რომ სმარტფონი სახლში დარჩათ. მსგავსი რამ რომ არ მოხდეს, ტანსაცმლის მწარმოებელმა Levis-მა და კორპორაცია Google-მა წარმოადგინეს ახალი ერთობლივი ფუნქცია სმარტ-ქურთუკისთვის. ქურთუკი შექმნილია პროექტ Jacquard-ის ფარგლებში. ახალ ფუნქციას ეწოდება Always Together. 

image.jpeg 

ფუნქცია “Always Together”-ი ავტომატურად რთავს სინათლის ინდიკატორსა და ვიბრაციებს, როგორც კი ქურთუკში განთავსებული სენსორი დააფიქსირებს, რომ იგი გარკვეული მანძილით დაშორდა დაკავშირებულ სმარტფონს. ამავე დროს, შეტყობინება გამოდის სმარტფონზეც, ასე რომ მფლობელს არ მოუწევს დროის ხარჯვა - დაიწყოს სმარტფონის ძებნა მთელ ბინაში. 

image.jpeg

 

მოგახსენებთ, რომ პროექტ Jacquard-ის ფარგლებში შექმნილი პირველი პროდუქტი 2017 წლის სექტემბერში გამოვიდა. ეს იყო „ჭკვიანი“ ჯინსის ქურთუკი Levi's Commuter Trucker Jacket, მისი ფასი 350 აშშ დოლარი იყო და გათვლილია ძირითადად ველოსიპედისტებზე. ქსოვილში ჩამატებული მიკროსენსორების წყალობით, რომელთა შემუშავებაში მონაწილეობდნენ Google Advanced Technology and Projects (ATAP)-ის სპეციალისტები, მფლობელებს შეუძლიათ, მაგალითად, მართონ მულტიმედიაფლეიერი ან სანავიგაციო აპლიკაცია. პროექტი Jacquard-ი აგრძელებს საქმიანობას და სამომავლოდ პლატფორმის შესალებლობები გაფართოვდება. 

 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.