Magdalena Posted December 12, 2018 Posted December 12, 2018 მცირე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კორპორაცია Intel-ი ამზადებდა ახალ კომპიუტერებს - Ghost Canyon X-ს, NUC-სერიაში ( Next Unit of Computing). რესურსი FanlessTech საზოგადოებას უზიარებს ამ ახალი მძლავრი კომპიუტერის ფოტოებს. როგორც მოსალოდნელია, Intel Ghost Canyon X ნამდვილი „მონსტრი“ იქნება თავის ფორმატში. სისტემა დაფუძნებული იქნება 45-ვატიან Coffee Lake HR პროცესორზე, რომელიც წარმოდგენილია 8 ბირთვითა და 16 ნაკადით. კომპიუტერს ექნება სამი HDMI 2.0 პორტი, რვა USB 3.1 Gen2 პორტი (ორი ფრონტალური და ექვსი - უკანა მხარეს) 10 გბიტი/წმ. სიჩქარით. ასევე ექნება ორი კონექტორი Thunderbolt 3, ორი სლოტი M.2 ფორმატის დრაივებისთვის და PCIe x16 კონექტორი დისკრეტული ვიდეო ბარათისთვის. შესაძლებელი იქნება 64 გიგაბაიტამდე DDR4-2666 ოპერატიული მეხსიერების დაყენება. ფლაგმანური მოდელი აგებული იქნება რვაბირთვიან i9-9xxxH (Coffee Lake Refresh H) მობილურ პროცესორზე, TDP-ის დონით - 45 ვტ. სამწუხაროდ, მეცხრე თაობის Core-პროცესორების მქონე Ghost Canyon X-ის სერიის მოწყობილობების გამოსვლა ახლო მომავალში არ იგეგმება: მისი ანონსი შედგება 2019 წლის ბოლოს-2020 წლის დასაწყისში. წარმოდგენილ ფოტოებზე 5 ლიტრი მოცულობის კორპუსი საკმაოდ უბრალოდ და დახვეწილად გამოიყურება, თუმცა ბაზარზე გამოსვლამდე მისი ვიზუალი შესაძლოა კიდევ შეიცვალოს. https://3dnews.ru/979382 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.