Jump to content

Recommended Posts

Posted

მცირე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კორპორაცია Intel-ი ამზადებდა ახალ კომპიუტერებს - Ghost Canyon X-ს, NUC-სერიაში ( Next Unit of Computing). რესურსი FanlessTech საზოგადოებას უზიარებს ამ ახალი მძლავრი კომპიუტერის ფოტოებს. 

image.jpeg 

როგორც მოსალოდნელია, Intel Ghost Canyon X ნამდვილი „მონსტრი“ იქნება თავის ფორმატში. სისტემა დაფუძნებული იქნება 45-ვატიან Coffee Lake HR პროცესორზე, რომელიც წარმოდგენილია 8 ბირთვითა და 16 ნაკადით. კომპიუტერს ექნება სამი HDMI 2.0 პორტი, რვა USB 3.1 Gen2 პორტი (ორი ფრონტალურ და ექვსი - უკანა მხარეს) 10 გბიტი/წმ. სიჩქარით. 

ასევე ექნება ორი კონექტორი Thunderbolt 3, ორი სლოტი M.2 ფორმატის დრაივებისთვის და PCIe x16 კონექტორი დისკრეტული ვიდეო ბარათისთვის. შესაძლებელი იქნება 64 გიგაბაიტამდე DDR4-2666 ოპერატიული მეხსიერების დაყენება. 

ფლაგმანური მოდელი აგებული იქნება რვაბირთვიან  i9-9xxxH (Coffee Lake Refresh H) მობილურ პროცესორზე, TDP-ის დონით - 45 ვტ. 

სამწუხაროდ, მეცხრე თაობის Core-პროცესორების მქონე Ghost Canyon X-ის სერიის მოწყობილობების გამოსვლა ახლო მომავალში არ იგეგმება: მისი ანონსი შედგება 2019 წლის ბოლო-2020 წლის დასაწყისში. წარმოდგენილ ფოტოებზე 5 ლიტრი მოცულობის კორპუსი საკმაოდ უბრალოდ და დახვეწილად გამოიყურება, თუმცა ბაზარზე გამოსვლამდე მისი ვიზუალი შესაძლოა კიდევ შეიცვალოს. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.