Magdalena Posted December 12, 2018 Posted December 12, 2018 ჩიპების მწარმოებელმა მიიღო გამაფრთხილებელი სასამართლო აკრძალვა ჩინეთში Apple-ის რამოდენიმე სმარტფონის შეტანა-გაყიდვის შესახებ. სასამართლო აკრძალვა ვრცელდება შემდეგ სმარტფონებზე: iPhone 6s, iPhone 6s Plus, iPhone 7, iPhone 7 Plus, iPhone 8, iPhone 8 Plus და iPhone X. ამავე სასამართლომ ერთი წლის წინ აკრძალა კომპანია Micron Technology Inc.-ის მთელი რიგი ჩიპების ჩინეთში შეტანაც. პატენტები, რომლებსაც საუბარი ეხება, დაკავშირებულია Qualcomm-ის პროგრამულ უზრუნველყოფასთან, მათ შორის, ფოტოს ზომების შეცვლასა და სენსორულ ეკრანზე აპლიკაციების მართვასთან. „Apple აგრძელებს ჩვენი ინტელექტუალური საკუთრებიდან სარგებლის მიღებას, ამავე დროს კი უარს ამბობს ამის საფასური გადაგვიხადოს“ - აღნიშნა Qualcomm-ის მთავარმა მრჩეველმა Don Rosenberg-მა. თავის მხრივ Apple-მა განაცხადა, რომ ყველა ზემოთხსნებული მოდელი ძველებურად გაყიდვაშია ქვეყნის ფარგლებში, რამდენადაც მისი ოპერაციული სისტემის უახლესი ვერსია iOS 12 კავშირში არაა საპატენტო კონფლიქტთან. „Qualcomm-ის მცდელობა - აკრძალოს ჩვენი პროდუქტები - კიდევ ერთი სასოწარკვეთილი ნაბიჯია კომპანიის მხრიდან. მის არაკანონიერ ქმედებებს მთელ მსოფლიოში იკვლევენ მარეგულირებელი ორგანოები“ - მითითებულია Apple-ის განცხადებაში. ამ ამბების პარალელურად, ვრცელდება ცნობა, რომ Huawei დააჯარიმებს თავის თანამშრომლებს, თუკი ისინი iPhone-ს შეიძენენ. აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი უარყოფითად აისახება კომპანიების მოღვაწეობასა და მათ მოგებაზე. ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულობას ზიანი მოაქვს კომპანია Huawei-სთვისაც. იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს თავის საქმიან პარტნიორს - კომპანია Menpad-ს, რომელიც კომპონენტებს აწვდის Huawei-სა და სხვა ჩინურ მწარმოებლებს, Huawei-მ განაცხადა, რომ დაიწყებს იმ თანამშრომლების დასჯას, ვინც ამერიკული კომპანია Apple-ის სმარტფონებს შეიძენს. Menpad-ის ინფორმაციის თანახმად, Huawei გეგმავს ამ მოთხოვნის დამრღვევებს დაუწესოს იმ თანხის ოდენობის ფულადი ჯარიმა, რა ღირებულებისაც იქნება მათ მიერ შეძენილი iPhone. https://3dnews.ru/979447 https://3dnews.ru/979420 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.