Jump to content

Recommended Posts

Posted

იპების მწარმოებელმა მიიღო გამაფრთხილებელი სასამართლო აკრძალვა ჩინეთში Apple-ის რამოდენიმე სმარტფონის შეტანა-გაყიდვის შესახებ. 

image.jpeg 

სასამართლო აკრძალვა ვრცელდება შემდეგ სმარტფონებზე: iPhone 6s, iPhone 6s Plus, iPhone 7, iPhone 7 Plus, iPhone 8, iPhone 8 Plus და iPhone X. ამავე სასამართლომ ერთი წლის წინ აკრძალა კომპანია Micron Technology Inc.-ის მთელი რიგი ჩიპების ჩინეთში შეტანაც. 

პატენტები, რომლებსაც საუბარი ეხება, დაკავშირებულია Qualcomm-ის პროგრამულ უზრუნველყოფასთან, მათ შორის, ფოტოს ზომების შეცვლასა და სენსორულ ეკრანზე აპლიკაციების მართვასთან. 

„Apple აგრძელებს ჩვენი ინტელექტუალური საკუთრებიდან სარგებლის მიღებას, ამავე დროს კი უარს ამბობს ამის საფასური გადაგვიხადოს“ - აღნიშნა Qualcomm-ის მთავარმა მრჩეველმა Don Rosenberg-მა. 

image.jpeg

 

თავის მხრივ Apple-მა განაცხადა, რომ ყველა ზემოთხსნებული მოდელი ძველებურად გაყიდვაშია ქვეყნის ფარგლებში, რამდენადაც მისი ოპერაციული სისტემის უახლესი ვერსია iOS 12 კავშირში არაა საპატენტო კონფლიქტთან. 

„Qualcomm-ის მცდელობა -  აკრძალოს ჩვენი პროდუქტები - კიდევ ერთი სასოწარკვეთილი ნაბიჯია კომპანიის მხრიდან. მის არაკანონიერ ქმედებებს მთელ მსოფლიოში იკვლევენ მარეგულირებელი ორგანოები“ - მითითებულია Apple-ის განცხადებაში. 

ამ ამბების პარალელურად, ვრცელდება ცნობა, რომ Huawei დააჯარიმებს თავის თანამშრომლებს, თუკი ისინი iPhone-ს შეიძენენ. 

აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი უარყოფითად აისახება კომპანიების მოღვაწეობასა და მათ მოგებაზე. ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულობას ზიანი მოაქვს კომპანია Huawei-სთვისაც. 

იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს თავის საქმიან პარტნიორს - კომპანია Menpad-ს, რომელიც კომპონენტებს აწვდის Huawei-სა და სხვა ჩინურ მწარმოებლებს, Huawei-მ განაცხადა, რომ დაიწყებს იმ თანამშრომლების დასჯას, ვინც ამერიკული კომპანია Apple-ის სმარტფონებს შეიძენს. 

Menpad-ის ინფორმაციის თანახმად, Huawei გეგმავს ამ მოთხოვნის დამრღვევებს დაუწესოს იმ თანხის ოდენობის ფულადი ჯარიმა, რა ღირებულებისაც იქნება მათ მიერ შეძენილი iPhone. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.