Magdalena Posted December 12, 2018 Posted December 12, 2018 როგორც მოსალოდნელი იყო, პერიფერიული მოწყობილობების მწარმოებელმა 8bitdo-მ გამოასწორა მინიატურული გეიმინგ-კონსოლის - Sony PlayStation Classic-ის უმთავრესი მინუსი: უსადენო კონტროლერების არარსებობა. კომპანიამ განაცხადა თავისი უახლესი ადაპტერის, plug-and-play მოწყობილობის შესახებ, რომლის მეშვეობითაც PS Classic-ი მიიღებს უამრავი ტიპის კონტროლერის მხარდაჭერას: მათ შორისაა PS3 და PS4 DualShock-კონტროლერები, ასევე Switch და Wii U pro, Bluetooth-ის მხარდაჭერის მქონე Xbox-ის კონტროლერები და Nintendo Switch Joy-Con-იც კი. ასევე, ადაპტერს აქვს 8bitdo-ს რეტრო-სტილის ყველა არსებული კონტროლერის მხარდაჭერა. 8bitdo-ს ანონსები ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. გარკვეული პერიოდის წინ კომპანიამ გამოუშვა უსადენო კონტროლერების პარამეტრები NES და SNES Classic-ისთვის, აგრეთვე გამოსცა მთელი რიგი სასარგებლო და საჭირო ადაპტერები. ენთუზიასტებს ასევე შეუძლიათ თავად ააწყონ თავიანთი უსადენო კონტროლერი 8bitdo-ს DIY-ნაკრებისგან სულ რაღაც 20 დოლარად. რასაკვირველია, ახალი ადაპტერი ვერ მოაგვარებს PlayStation Classic-ის ყველა პრობლემას, მაგალითად, კონსოლის ფუნქციების სიმცირეს და თამაშების ხაზს. ადაპტერის წინასწარი შეკვეთა შესაძლებელია 19,99 აშშ დოლარად, მიწოდება დაიწყება 31 დეკემბრიდან. https://www.theverge.com/circuitbreaker/2018/12/10/18134213/playstation-classic-wireless-controller-adapter-8bitdo 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.