Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

როგორც მოსალოდნელი იყო, პერიფერიული მოწყობილობების მწარმოებელმა 8bitdo-მ გამოასწორა მინიატურული გეიმინგ-კონსოლის - Sony PlayStation Classic-ის უმთავრესი მინუსი: უსადენო კონტროლერების არარსებობა. კომპანიამ განაცხადა თავისი უახლესი ადაპტერის, plug-and-play მოწყობილობის შესახებ, რომლის მეშვეობითაც PS Classic-ი მიიღებს უამრავი ტიპის კონტროლერის მხარდაჭერას: მათ შორისაა PS3 და PS4 DualShock-კონტროლერები, ასევე Switch და Wii U pro, Bluetooth-ის მხარდაჭერის მქონე Xbox-ის კონტროლერები და Nintendo Switch Joy-Con-იც კი. ასევე, ადაპტერს აქვს 8bitdo-ს რეტრო-სტილის ყველა არსებული კონტროლერის მხარდაჭერა. 

8bitdo-ს ანონსები ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. გარკვეული პერიოდის წინ კომპანიამ გამოუშვა  უსადენო კონტროლერების პარამეტრები NES და SNES Classic-ისთვის, აგრეთვე გამოსცა მთელი რიგი სსარგებლო და საჭირო ადაპტერები. ენთუზიასტებს ასევე შეუძლიათ თავად ააწყონ თავიანთი უსადენო კონტროლერი 8bitdo-ს DIY-ნაკრებისან სულ რაღაც 20 დოლარად.  

რასაკვირველია, ახალი ადაპტერი ვერ მოაგვარებს PlayStation Classic-ის ყველა პრობლემას, მაგალითად, კონსოლის ფუნქციების სიმცირეს და თამაშების ხაზს. ადაპტერის წინასწარი შეკვეთა შესაძლებელია 19,99 აშშ დოლარად, მიწოდება დაიწყება 31 დეკემბრიდან.  

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.