Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Razer Blade  

ეს ლეპტოპი საუკეთესო არჩევანია გეიმინგ-ლეპტოპებს შორის. იგი შექმნილია სპეციალურად თამაშებისთვის და მისი გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერი სირთულის თამაშისთვი, ასევე Windows Mixed Reality სიმულაციებისთვის. 

თუკი გსურთ ლეპტოპი კონკრეტულად თამაშებისთვის, Razer Blade ნამდვილად სწორი არჩევანია. იგი წარმოდგენილია ყველა აუცილებელი პორტით, რომლებიც საჭიროა Windows Mixed Reality-ის გაშვებისთვის, ასევე აქვს ჩაშენებული GTX 1060, ასე რომ, ეს იდეალური VR-ლეპტოპია. 

ლეპტოპის პლუსები: 

  • გრაფიკულად შესაძლებელია WMR Ultra-ს გაშვება; 

  • 144 მეგაჰერციანი ეკრანი; 

  • 16 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 1 ტერაბაიტიანი მყარი დისკი; 

  • მიმზიდველი ვიზუალი. 

ლეპტოპის მინუსები: 

  • ხმაურის დონე; 

  • ხშირად ცხელდება, მაშნაც კი, როცა არ თამაშობთ. 

ფასი:1600 აშშ დოლარი 

გამოსაწერი ლინკი: https://bit.ly/2PtDnSg 

Razer Blade 15-ის ალტერნატიული ლეპტოპები: 

მეორე ადგილზე მყოფი  შემოთავაზებული ვარიანტია Dell XPS 15: 

image.jpeg 

ამ ლეპტოპის ღირებულება 1400 დოლარია, აქვს ვირტუალური რეალობის მხარდაჭერა. იგი არ წარმოადგენს უბრალოდ გეიმინგ-კომპიუტერს: შეუძლია Windows Mixed Reality-ის მართვის ქვეშ მუშაობა Ultra-დონეზე, ამავე დროს, აქვს ჩვეულებრივი, სამუშაო ლეპტოპისთვის დამახასიათებელი გარეგნული დიზაინი და ფუნქციონალურობაც.  

Dell XPS ლეპტოპი - ეს არის პროფესიონალური, ხარისხიანი დივაისი, რომლის გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურადაც, საოფისე სამუშაოებისთვის. მის საბაზისო მოდელს, Razer Blade-ს მსგავსად, აქვს  GTX 1060 ვიდეო ბარათი, რაც ლეპტოპს ანიჭებს საჭირო სიმძლავრეს.  

ფასი: 1400 აშშ დოლარი 

გამოსაწერი ლინკი: https://dell.to/2SBr3RT 

Surface Book 2 

 

image.jpeg 

Microsoft-ის ლეპტოპი, რომელსაც კომპანია განსაკუთრებულად მიიჩნევს.  

რა თქმა უნდა, ფასის მხრივ ძვირია, თუმცა შიდა კომპონენტების გათვალისწინებით და არა მხოლოდ,  საუკეთესო სამეულში დაასახელა Windows Central-მა. შიდა კომპონენტებს რაც შეეხება, ესენია NVIDIA GTX 1060 ვიდეო ბარათი, მერვე თაობის Core i7 პროცესორი და 8GB RAM. 

ფასი: 1800 აშშ დოლარი 

გამოსაწერი ლინკი: https://bit.ly/2En8MVp 

! ხსენებული ლეპტოპები წარმოადგენს Windows Central-ის შემოთავაზებულ ვარიანტებს და, შესაბამისად, მის სუბიექტურ არჩევანს. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.