Magdalena Posted December 10, 2018 Posted December 10, 2018 კომპანია Samsung-მა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა მემორანდუმს კორეის გადაზიდვების უსაფრთხოების სააგენტოსთან (KOTSA) თანამშრომლობის შესახებ - სატრანსპორტო საშუალებების ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით. ფოტო: Electronic Design საუბარი ეხება 5G-V2X ინფრასტრუქტურის ფორმირებას კორეაში არსებული მსხვილი პოლიგონის - K-City-ის ტერიტორიაზე. ეს მოედანი წამყვანი ცენტრია თვითმართვადი ავტომობილების ტესტირებისთვის. პოლიგონი K-City განთავსებულია 360 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე და მასში შესაძლებელია ავტომობილის მართვის სხვადასხვა ტიპის მოდელირება: ქალაქის პირობები, სოფლის დასახლება, ავტომაგისტრალები და საპარკინგე ადგილები. 5G-V2X ინფრასტრუქტურაში გათვალისწინებულია მონაცემთა გაცვლა სატრანსპორტო საშუალებებსა და სხვა ობიექტებს შორის მაღალი სიჩქარის მქონე 5G მობილური კავშირის მეშვეობით. ამის პარალელურად დაგეგმილია თანამედროვე 4G/LTE ტექნოლოგიის გამოყენებაც. „იმის წყალობით, რომ გვაქვს წვდომა ერთ სივრცეში სხვადასხვა სატელეკომუნიკაციო ქსელთან, მათ შორის 5G-ს, 4G-სა და V2X-თან, K-City საშუალებას იძლევა შეიქმნას მაქსიმალურად რეალისტური პირობები ავტონომიური მართვის ტექნოლოგიის ტესტირებისთვის“ - აღნიშნავენ KOSTA-ს სპეციალისტები. პროექტის ფარგლებში Samsung-ი დაკავდება აუცილებელი ქსელური მოწყობილობების დამონტაჟებით. გარდა ამისა, კომპანია დაიწყებს IT-ინფრასტრუქტურის შექმნას, რათა უზრუნველყოს მინიმალურ დროში K-City-ს მაქსიმალური ინფორმაციული უსაფრთხოება. სამომავლოდ, როგორც აღნიშნულია, პოლიგონი გახდება ავტონომიური მართვის ტექნოლოგიის კვლევის ცენტრი, რომელიც დაკავშირებული იქნება აქტიურად მზარდ და განვითარებად 5G ქსელთან. https://3dnews.ru/979315 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.