Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Samsung-მა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა მემორანდუმს კორეის გადაზიდვების უსაფრთხოების სააგენტოსთან (KOTSA) თანამშრომლობის შესახებ - სატრანსპორტო საშუალებების ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით. 

image.jpeg 

ფოტო: Electronic Design 

საუბარი ეხება 5G-V2X ინფრასტრუქტუის ფორმირებას კორეაში არსებული მსხვილი პოლიგონის - K-City-ის ტერიტორიაზე. ეს მოედანი წამყვანი ცენტრია თვითმართვადი ავტომობილების ტესტირებისთვის. პოლიგონი K-City განთავსებულია 360 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე და მასში შესაძლებელია ავტომობილის მართვის სხვადასხვა ტიპის მოდელირება: ქალაქის პირობები, სოფლის დასახლება, ავტომაგისტრალები და საპარკინგე ადგილები. 

5G-V2X ინფრასტრუქტურაში გათვალისწინებული მონაცემთა გაცვლა სატრანსპორტო საშუალებებსა და სხვა ობიექტებს შორის მაღალი სიჩქარი მქონე 5G მობილური კავშირის მეშვეობით. ამის პარალელურად დაგეგმილია თანამედროვე 4G/LTE ტექნოლოგიის გამოყენებაც 

„იმის წყალობით, რომ გვაქვს წვდომა ერთ სივრცეში სხვადასხვა სატელეკომუნიკაციო ქსელთან, მათ შორის 5G-ს, 4G-სა და  V2X-თან, K-City საშუალებას იძლევა შეიქმნას მაქსიმალურად რეალისტური პირობები ავტონომიური მართვის ტექნოლოგიის ტესტირებისთვის“ - აღნიშნავენ KOSTA-ს სპეციალისტები. 

image.jpeg

პროექტის ფარგლებში Samsung-ი დაკავდება აუცილებელი ქსელური მოწყობილობების დამონტაჟებით. გარდა ამისა, კომპანია დაიწყებს IT-ინფრასტრუქტურის შექმნას, რათა უზრუნველყოს მინიმალურ დროში K-City-ს მაქსიმალური ინფორმაციული უსაფრთხოება. 

სამომავლოდ, როგორც აღნიშნულია, პოლიგონი გახდება ავტონომიური მართვის ტექნოლოგიის კვლევის ცენტრი, რომელიც დაკავშირებული იქნება აქტიურად მზარდ და განვითარებად 5G ქსელთან. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.