Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია EVGA უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს ცნობილ ოვერქლოქერთან - Vince Lucido-სთან (მეტსახელად - K|NGP|N ) და ამ თანამშრომლობის შედეგად რეგულარულად გამოდის სამაოდ საინტერესო და უჩვეული ვიდეო ბარათები. ამ კუთხით მორიგი სიახლე იქნება გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce RTX 2080 Ti K|NGP|N Edition, რომლის რეკლამაც EVGA-მ უკვე დაიწყო.  

image.jpeg 

ჯერჯერობით თავად ოვერქლოქერმა გამოაქვეყნა თავის Instagram-ზე მომავალი ვიდეო ბარათის მხოლოდ ნაწილის ფოტო, რომელზეც ჩანს ლოგოტიპი K|NGP|N. ფოტოზე ჩან PCB დაფის მხოლოდ ნაწილი და რეზერვუარი თხევადი აზოტის ან ჰელიუმისთვის, რაც გაგრილების სისტემას წარმოადგენს. ჯერჯერობით უცნბია, წარმოდგება ეს ვიდეო ბარათი ზუსტად ამ სახით თუ რაიმე შეიცვლება გაგირილების სისტემასთან დაკავშირებით: ექნება ამგვარი სისტემა თუ ტრადიციული ტიპის გაგრილება.  

 

image.jpeg 

EVGA GeForce GTX 1080 Ti K|NGP|N Hydro Copper 

უფრო ადრე, K|NGP|N მარკით კომპანია EVGA-მ გამოუშვა რამოდენიმე, უმაღლესი წარმადობის მქონე ძვირადღირებული მოდელები. სტანდარტული ვიდეო ბარათებისგან ისინი გამოირჩეოდა კვების გაუმჯობესებული ქვესისტემით, გაგრილების უფრო მძლავრი სისტემით და და რჩეული გრაფიკული პროცესორებით. შედეგად გამოვიდა გრაფიკული ამაჩქარებლები, რომლებიც ორიენტირებულია ოვერქლოქერი ენთუზიასტებისთვის და იძლევა მაქსიმალური სიხშირის მიღწევის საშუალებას. როგორც ჩანს, ახალი GeForce RTX 2080 Ti K|NGP|N Edition ვიდეო ბარათიც გააგრძელებს ამ ტრადიციას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.