Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Google Translate შემოგთავაზებთ გენდერის შესაბამის თარგმანს იმ ენებისთვის, სადაც ამის საჭიროება არსებობს. ამ დრომდე იგი ახდენდა თარგმანში მხოლოდ ერთი შესაბამისი სიტყვის შემოთავაზებას, რომელიც შესაძლებელია ყოფილიყო როგორც მამრობითი, ისე მდედრობითი სქესის შესაბამისი. თარგმანები, მაგალითად „ძლიერი“ და „ექიმი“ გადმოიცემა, როგორც მამრობითი სქესის შესაბამისი, „მშვენიერი“ და „მედდა“ კი - მდედრობითის. ამ დროიდან Google Translate-ში მოცემული იქნება როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესის შესატყვისი თარგმანი კონკრეტულ ენებზე თარგმნისას. Google-ის განცხადების მიხედვით, კომპანია აგრეთვე მუშაობს საკითხე, თუ როგორ მოხდეს განუსაზღვრელი სქესის სახელების თარგმნა.  

ამჟამად, სქესის შესაბამისი თარგმანი ხორციელდება მხოლოდ ცალკეულ სიტყვებზე ინგლისურიდან რომანულ ენებში, როგორებიცაა - ფრანგული, იტალიური, პორტუგალიური და ესპანური. თურქული ენა წარმოადგენს ამ დროისთვის ერთადერთ ენას, სადაც შემოთავაზებულია ორივე სქესის შესაბამისი სიტყვის თარგმანი. როგორც ფოტოზე ხედავთ, წინადადება „o bir doktor“-ის თარგმნისას ორივე შესაძლო ვარიანტია მოცემული: „ის ექიმია“ (“she is a doctor” და “he is a doctor).  

ახალი ფუნქცია ამ ეტაპზე მუშაობს მხოლოდ Chrome და Firefox ბრაუზერებში და მოგვიანებით ხელმისაწვდომი გახდება iOS-სა და Android-ზე. Google აცხადებს, რომ გრძელდება მუშაობა, რათა ახალი ფუნქციის მხარდაჭერა სხვა ენებსაც დაემატოს. https://www.theverge.com/2018/12/6/18129203/google-translate-gender-specific-translations-languages 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.