Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Facebook-ი ტესტავს ახალ ფუნქციას, რომელიც გამყიდველებს საშუალებას მისცემს ეფექტურად გაყიდონ თავიანთი პროდუქცია ონლაინ-რეჟიმში. როდესაც გამყიდველი მოახდენს თავისი პროდუქციის დემონსტირებას თავის სტრიმში, მომხმარებლებს შეეძლებათ გადაიღონ სქრინშოტები იმ ნივთებზე, რომლის ყიდვაც სურთ და აცნობონ გამყიდველს ონლაინში. ამის შემდეგ, გამყიდველი შეძლებს საგადახდო მოთხოვნის გაგზავნას Messsenger-ში -  პროცესის ოპტიმიზაციისთვის. 

ამ დროისთვის ეს ფუნქცია ტაილანდში იტესტება, სადაც დამოუკიდებელი გამყიდველების ქომიუნითი აქტიურად იყენებ Facebook Live-ს, რათა მომხმარებლებს წარუდგინონ სხვადასხვა სახის გასაყიდი პროდუქტი -  დაწყებული კოსმეტიკიდან - მოდის სხვა საგნებით დამთავრებული. აგრეთვე, მათ დაწესებული აქვთ სპეციალური შეაღავათები მათთვის, ვინც თავიანთ ნიუს ფიდზე გააზიარებს ლაივ-სტრიმს.  

დღესდღეობით გამყიდველებს უწევთ ცალკეულ მომხმარებელს სათითაოდ აცნობონ ინფორმაცია გაყიდვების შესახებ, ახალი ფუნქცია კი ნაკლებად დამაბნეველი და დროში მომგებიანი იქნება ორივე მხარისათვის.  

როგორც Facebook-ში აცხადებენ, კომპანია არ დააწესებს ლაივ-სტრიმინგზე არანაირ შეზღუდვას და არც რაიმე სახის გადასახადს. თუმცა ჯერჯერობით არ არის გარკვეული, ეს ფუნქცია ტაილანდს გარეთაც თუ დაიწყებს მოქმედებას მსოფლიო მასშტაბით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.