Magdalena Posted December 8, 2018 Posted December 8, 2018 Facebook-ი ტესტავს ახალ ფუნქციას, რომელიც გამყიდველებს საშუალებას მისცემს ეფექტურად გაყიდონ თავიანთი პროდუქცია ონლაინ-რეჟიმში. როდესაც გამყიდველი მოახდენს თავისი პროდუქციის დემონსტირებას თავის სტრიმში, მომხმარებლებს შეეძლებათ გადაიღონ სქრინშოტები იმ ნივთებზე, რომლის ყიდვაც სურთ და აცნობონ გამყიდველს ონლაინში. ამის შემდეგ, გამყიდველი შეძლებს საგადახდო მოთხოვნის გაგზავნას Messsenger-ში - პროცესის ოპტიმიზაციისთვის. ამ დროისთვის ეს ფუნქცია ტაილანდში იტესტება, სადაც დამოუკიდებელი გამყიდველების ქომიუნითი აქტიურად იყენებს Facebook Live-ს, რათა მომხმარებლებს წარუდგინონ სხვადასხვა სახის გასაყიდი პროდუქტი - დაწყებული კოსმეტიკიდან - მოდის სხვა საგნებით დამთავრებული. აგრეთვე, მათ დაწესებული აქვთ სპეციალური შეაღავათები მათთვის, ვინც თავიანთ ნიუს ფიდზე გააზიარებს ლაივ-სტრიმს. დღესდღეობით გამყიდველებს უწევთ ცალკეულ მომხმარებელს სათითაოდ აცნობონ ინფორმაცია გაყიდვების შესახებ, ახალი ფუნქცია კი ნაკლებად დამაბნეველი და დროში მომგებიანი იქნება ორივე მხარისათვის. როგორც Facebook-ში აცხადებენ, კომპანია არ დააწესებს ლაივ-სტრიმინგზე არანაირ შეზღუდვას და არც რაიმე სახის გადასახადს. თუმცა ჯერჯერობით არ არის გარკვეული, ეს ფუნქცია ტაილანდს გარეთაც თუ დაიწყებს მოქმედებას მსოფლიო მასშტაბით. https://www.theverge.com/2018/12/6/18129201/facebook-live-shopping-mode-test Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.