Jump to content

Recommended Posts

Posted

ამერიკულმა კომპანია Google-მა გამოაქვეყნა ხმის მიცემის შედეგები, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლო ხმა მიეცა რამოდენიმე კატეგორიაში შემავალი პროდუქტებისთვის. კატეგორიები მოიცავდა აპლიკაციებს, ფილმებს, სერიალებსა და წიგნებს, რომლებიც წარმოდგენილია Google Play მარკეტში. 

image.png 

მაშ ასე, საუკეთესო Android-აპლიკაციად დასახელდა Drops: learn 31 new languages. Android-დივაისებისთვის საუკეთესო მობილურ თამაშად დასახელდა PUBG Mobile 

საუკეთესო ელექტრონული წიგნებიდან პირველი ადგილი დაიკავა Fire and Fury-მ, მაიკლ ვოლფის ავტორობით. სიაში ასევე შევიდა The Outsider (ავტორი: სტივენ კინგი), Fear (ავტორი: ბობი ვუდვორდი), 12 Rules for Life (ავტორი: ჯორდან პიტერსონი) და Girl, Wash Your Face (ავტორი: რეჩელ ჰოლისი). 

საუკეთესო აუდიოწიგნის ტიტული ერგო 12 Rules for Life-ს.  

რაც შეეხება ფილმებს, 5 მათგანიდან 4 კომიქსია. ესენია: Deadpool 2, Thor: Ragnarok, Avengers: Infinity War და Black Panther. სწორედ ეს უკანასკნელი იყო საუკეთესო საზოგადოების აზრით. ფილმების სიაში აგრეთვე შევიდა Jumanji: Welcome to the Jungle. 

და ბოლოს, საუკეთესო სერიალად აღიარებულ იქნა ზომბი-ოკალიფსი „მოსიარულე მიცვალებულები“ (The Walking Dead). მეორე ადგილი დაიკავა მოზარდებისთვის განკუთვნილმა სერიალმა Riverdale-მა. მესამე ადგილი ერგო კომედია The Big Bang Theory-ს. მას მოსდევს The Flash, შემდეგ ადგილზე კი გავიდა კანადური მულტიპლიკაციური სერიალი PAW Patrol. 

 

 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.