Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Ford-ი აგრძელებს ტექნოლოგიის განვითარებას, რომლის მიხედვითაც გაიზრდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დონე. ამ სფეროში მორიგი სიახლეა სპეციალური ალგორითმი, რომელიც ახდენს იმ საგზაო-სატრანსორტო მონაკვეთების იდენტიფიცირებას, რომლებზეც დიდ ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობა. 

image.jpeg

„მძღოლების, ველოსიპედისტებისა და ქვეთად მოსიარულეებისთვის გზის მონაკვეთების სახიფათოობის შესახებ ხშირად ცნობილი ხდება უკვე მას შემდეგ, რაც ამ ადგილებზე რამდენიმე ავარია მოხდეა“ - აღნიშნავს Ford-ის წარმომადგენლობა. ახალი ალგორითმი, როგორც მოსალოდნელია, დროულად გამოვლენს პოტენციურად საშიშ საგზაო მონაკვეთებს.  

ახალ ფუნქციას საფუძვლად უდევს მონაცემთა მასიური ანალიზი: კომპანია Ford-მა ბოლო წელიწადში შეაგროვა ინფორმაცია მძღოლების ქცევებზე, რომლებიც ექსპერიმენტის ფარგლებში გადიოდნენ მილიონობით კილომეტრს ლონდონსა და მის შემოგარენში. ფიქსირდებოდა ისეთი მაჩვენებლები, როგორებიცაა დამუხრუჭების ინტენსივოა ამა თუ ამ ადგილას, ავარიული სიგნალების აქტივაცია და ა.შ. 

image.jpeg 

მიღებული ინფორმაციის ანალიზის საშუალებით გამოკვლეულ იქნა სიტუაციები, როცა ავტომობილები ახლოს იყვნენ ავტოსაგზაო შემთხვევასთან. ამის შემდეგ, Ford-ის სპეციალისტებმა შეუთავსეს ეს მონაცემები მომხდარი ავარიების მონაცემებს და შექმნეს ალგორთმი, რომელიც განსაზღვრავს ადგილებს, სადაც ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი მსგავსი შემთხვევები.  

„დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი იდეები სარგებლობას მოუტანს მილიონობით ადამიანს. ისეთი შემთხვევაც კი, როგორიცაა ხეებით დაფარული საგზაო ნიშანი, შესაძლოა დიდი გავლენის მქონე აღმოჩნდეს მგზავრობის სიჩქარისა და საგზაო უსაფრთხოებისთვი“ - აღნიშნავენ კომპანიაში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.