Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანიებმა - NTT DoCoMo-მ და Toyota-მ განაცხადეს, რომ წარმატებით ჩაიარა მობილური ქსელის საშუალებით ადამიანისმაგვარი რობოტების დისტანციურად მართვის ტესტირებებმა. 

image.jpeg 

საუბარია რობოტზე, სახელად T-HR3, რომელიც გასულ წელს შეიქმნა. რობოტს შეუძლია ზუსტად გაიმეოროს ადამიანის მოძრაობები პლატფორმა Master Maneuvering System (MMS)-ის საფუძველზე 

ამ დრომდე რობოტების დისტანციური მართვა ხორციელდებოდა მხოლოდ სადენიანი კავშირით და ადგილი ჰქონდა მცირე შეფერხებებს. ამჯერად, NTT DoCoMo-სა და Toyota-ს სპეციალისტებმა შეძლეს მოეხდინათ დემონსტირება, თუ როგორ სინქრონიზდება ადამიანისა და რობოტის მოძრაობები მობილური ქსელის საშუალებით. 

image.jpeg 

ეს მიღწევა შესაძლებელი გახდა მეხუთე თაობის მობილური ქსელის ტექნოლოგიის განვითარების წყალობით. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ამგვარი ქსელი უზრუნველყოფს არამარტო მონაცემების გადაცემის მაღალ სიჩქარეს, არამედ მინიმალურ შეფერხებებს, რაც კრიტიკულ საკითხს წარმოადგენს რობოტების შემთხვევაში. 

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ პერსპექტივაში 5G ქსელი საშუალებას მისცემს მწარმოებლებს - დაინერგოს ხარისხობრივად ახალი სისტემები ადამიანისა და რობოტის ანამონაწილეობის სფეროში. დისტანციური მართვის ამგვარი საშუალების გამოყენება მრავალი კუთხით შეიძლება - გართობიდან დაწყებული მედიცინით დამთავრებული. 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.