Magdalena Posted December 1, 2018 Posted December 1, 2018 ერთ-ერთი ინსაიდერის, Brad Sams-ის ინფორმაციით, 2019 წლის ბოლოს Microsoft-მა შესაძლოა გამოუშვას ახალი თაობის Surface ლეპტოპები AMD Picasso ჩიპებით (რომლებიც ჯერჯერობით არ გამოსულა) და AMD Radeon-ის ინტეგრირებული გრაფიკით. ეს ინფორმაცია ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ იზრდება დაძაბულობა Microsoft-სა და Intel-ს შორის 10 ნანომეტრიანი წარმოების შეფერხების გამო. აგვისტოში, სხვა ინსაიდერის მიერ ნათქვამი იყო, რომ Microsoft-ს თავდაპირველად სურდა თავის ბოლო Surface Go-ში ARM პროცესორების გამოყენება, თუმცა Intel-მა შეახსენა ვალდებულებების შესახებ და ჯამში, გამოყენებულ იქნა Intel Pentium Gold პროცესორები. თუკი Microsoft-ი ნამდვილად გამოუშვებს თავის ახალ Surface ლეპტოპს AMD-ის პროცესორებით, ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იქნება AMD-ის წარმოების ზრდის კუთხით. ტრადიციულად, AMD გაცილებით ნაკლებ საბაზრო წილს იკავებდა Intel-თან შედარებით. ამ დროისათვის, Surface Laptop 2-ში გამოყენებულია Core i5-8250U ან Core i7-8650U პროცესორები, კონფიგურაციების შესაბამისად. https://www.tomshardware.com/news/microsoft-surface-laptop-amd-cpu,38176.html Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.