Magdalena Posted December 1, 2018 Posted December 1, 2018 Coinbase-მა განაცხადა, რომ მხარდაჭერილია მომხმარებლების პრივატულობაზე ორიენტირებული კრიპტოვალუტა Zcash. პირველ ეტაპზე გამოცხადდა Zcash-ის მხარდაჭერის შესახებ ბირჟა - Coinbase Pro-ზე და მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ შეიტანონ დეპოზიტები. ZEC/USDC ვაჭრობა დაიწყება მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტა უზრუნველყოფილი იქნება საკმარისი ლიკვიდურობით - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. უკვე დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, Coinbase Pro-ზე ახალი აქტივის ლისტინგი ხორციელდება ოთხ ეტაპად: ანგარიშების შევსება, ლიმიტის შეკვეთების შესრულება, ლიმიტის შეკვეთების შედარება და სრული ფუნქციონირების გახსნა. როგორც Coinbase აღნიშნავს, დეპოზიტების მიღება გაგრძელდება მინიმუმ 12 საათის განმავლობაში მანამ, სანამ გაეშვება ლისტინგის შემდეგი ეტაპი. თავდაპირველად, ZEC-ვაჭრობა ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში, სინგაპურსა და ავსტრალიაში. სხვა იურისდიქციები ეტაპობრივად დაემატება მომავალში. უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ეტაპზე Coinbase გეგმავს უზრუნველყოს დეპოზიტების მხარდაჭერა როგორც ღია - ასევე ანონიმურ მისამართებზე. თუმცა რესურსების გაგზავნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღია მისამართებზე. სამომავლოდ, კომპანია განიხილავს იმავეს რეალიზებას ანონიმურ მისამართებზეც, რამდენადაც ამის უფლებას მისცემს კანონმდებლობა. ამ სიახლის ფონზე, Zcash-მა, რომელსაც მე-19 ადგილი ეკავა კაპიტალიზაციის კუთხით, შესამჩნევად წაიწია წინ და რამოდენიმე წუთში თითქმის 12%-ით გაძვირდა. https://cryptonovosti.com/coinbase-dobavlyaet-podderzhku-zcash/ 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.