Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Coinbase-მა განაცხადა, რომ მხარდაჭერილია მომხმარებლების პრივატულობაზე ორიენტირებული კრიპტოვალუტა Zcash. პირველ ეტაპზე გამოცხადდა Zcash-ის მხარდაჭერის შესახებ ბირჟა - Coinbase Pro-ზე და მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ შეიტანონ დეპოზიტები. ZEC/USDC ვაჭრობა დაიწყება მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტა უზრუნველყოფილი იქნება საკმარისი ლიკვიდურობით - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

უკვე დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, Coinbase Pro-ზე ახალი აქტივის ლისტინგი ხორციელდება ოთხ ეტაპად: ანგარიშების შევსება, ლიმიტის შეკვეთების შესრულება, ლიმიტის შეკვეთების შედარება და სრული ფუნქციონირების გახსნა. 

როგორც Coinbase აღნიშნავს, დეპოზიტების მიღება გაგრძელდება მინიმუმ 12 საათის განმავლობაში მანამ, სანამ გაეშვება ლისტინგის შემდეგი ეტაპი. თავდაპირველად,  ZEC-ვაჭრობა ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში, სინგაპურსა და ავსტრალიაში. სხვა იურისდიქციები ეტაპობრივად დაემატება მომავალში.  

უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ეტაპზე Coinbase გეგმავს უზრუნველყოს დეპოზიტების მხარდაჭერა როგორც ღია -  ასევე ანონიმურ მისამართებზე. თუმცა რესურსების გაგზავნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღია მისამართებზე. სამომავლოდ, კომპანია განიხილავს იმავეს რეალიზებას ანონიმურ მისამართებზეც, რამდენადაც  ამის უფლებას მისცემს კანონმდებლობა. 

ამ სიახლის ფონზე, Zcash-მა, რომელსაც მე-19 ადგილი ეკავა კაპიტალიზაციის კუთხით, შესამჩნევად წაიწია წინ და რამოდენიმე წუთში თითქმის 12%-ით გაძვირდა. 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.