Magdalena Posted December 1, 2018 Posted December 1, 2018 Intel-მა განაცხადა, რომ იწყებს თავისი დრაივერების - როგორც უნივერსალური თანამედროვე დრაივერების მიწოდებას. დრაივერები განკუთვნილია Windows 10 October 2018 Update-ზე მომუშავე მოწყობილობებისთვის. შემდგომ, Intel-ი იწყებს გრაფიკული დრაივერების ახალ ნაკრებზე მუშაობას. უნივერსალური Windows-დრაივერები, როგორც Microsoft-ი აღწერს, მწარმოებლებს შესაძლებლობას მისცემს შექმნან დრაივერების პაკეტი, რომელიც იმუშავებს სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებში - ჩაშენებული სისტემებიდან დაწყებული - პლანშეტებითა და პერსონალური კომპიუტერებით დამთავრებული. დრაივერების პაკეტი იმუშავებს Windows 10-ის ყველა გამოშვებაზე, მათ შორის - Windows 10 in S Mode-ზე. სამომავლოდ, Intel-ი გამოუშვებს მხოლოდ უნივერსალურ Windows-დრაივერებს. მათი წინამორბედი ვერსიები უკვე მოძველებულად ითვლება. მომავალი გრაფიკული დრაივერების განახლება მოხდება Window-ის განახლებების საშუალებით. რაც შეეხება დრაივერის უახლეს ვერსიას, იგი ახდენს ფუნქციების ავტომატურ განახლებას თამაშების პარამეტრებში, აგრეთვე, მცირე ხნის წინ დაემატა 12 თამაშის მხარდაჭერა. https://www.windowscentral.com/intel-launches-modern-graphics-drivers-windows-10 2
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now