Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია HP-ის ასორტიმენტი შეივსო კიდევ ერთი ლეპტოპით, სახელად ProBook 440 G6. ახალი ლეპტოპი პოზიცირებს, როგორც საოფისე დივაისი და გამოირჩევა კომპაქტურობითა და სიმსუბუქით. 

image.jpeg 

ProBook 440 G6 ლეპტოპს აქვს 14-დუიმიანი დისპლეი, რომლის გაფართოება შეიძლება იყოს 1366 × 768 ან 1920 × 1080 პიქსელი, კონფიგურაციების შესაბამისად. პირველ შემთხვევაში გამოყენებულია VA ტიპის მატრიცა, მეორეში კი - IPS. 

image.jpeg 

ლეპტოპი იმუშავებს Whiskey Lake თაობის Intel Core პროცესორებზე. „უფროსი“ მოდიფიკაციები წარმოდგენილია ოთხბირთვიანი Core i5-8265U და Core i7-8565U-თი, უმცროს ვერსიას კი აქვს ორბირთვიანი Core i3-8145U. გრაფიკაზე პასუხისმგებელია როგორც ჩაშენებული GPU, ასევე დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce MX130. 

 

image.jpeg 

DDR4-2400 ოპერატიული მეხსიერების მოცულობა უფროსი ვერსიის შემთხვევაში 32 გიგაბაიტია. მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია მყარი დისკი 500 გიგაბაიტი ან 1 ტერაბაიტი მოცულობით, აგრეთვე M.2 დრაივი 128-დან 512 გიგაბაიტამდე ტევადობით (ხელმისაწვდომია ვერსიები SATA და PCIe NVMe ინტერფეისებით).  

image.jpeg 

image.jpeg 

ProBook 440 G6 ლეპტოპის კორპუსი დამზადებულია ალუმინისგან, გაბარიტებია 324,2 × 237,7 × 18 მმ, წონა -  1,6 კგ. აქვს USB 3.1 Type-C პორტი და სამი USB 3.0 Type-A პორტი, აგრეთვე HDMI 1.4b ვიდეოგამშვები, ქსელური პორტი RJ-45, SD-ბარათის სლოტი და 3,5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. ლეპტოპი წარმოდგენილი იქნება Windows 10 Pro-ზე ან Home-ზე, აგრეთვე  - FreeDOS 3.0 ვერსიით (ფაქტობრივად, ოპერაციული სისტემის გარეშე). 

image.jpeg

 

ლეპტოპის ღირებულება და გაყიდვის დაწყების თარიღი ჯერჯერობით არ დასახელებულა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.