Magdalena Posted November 30, 2018 Posted November 30, 2018 კომპანია HP-ის ასორტიმენტი შეივსო კიდევ ერთი ლეპტოპით, სახელად ProBook 440 G6. ახალი ლეპტოპი პოზიცირებს, როგორც საოფისე დივაისი და გამოირჩევა კომპაქტურობითა და სიმსუბუქით. ProBook 440 G6 ლეპტოპს აქვს 14-დუიმიანი დისპლეი, რომლის გაფართოება შეიძლება იყოს 1366 × 768 ან 1920 × 1080 პიქსელი, კონფიგურაციების შესაბამისად. პირველ შემთხვევაში გამოყენებულია VA ტიპის მატრიცა, მეორეში კი - IPS. ლეპტოპი იმუშავებს Whiskey Lake თაობის Intel Core პროცესორებზე. „უფროსი“ მოდიფიკაციები წარმოდგენილია ოთხბირთვიანი Core i5-8265U და Core i7-8565U-თი, უმცროს ვერსიას კი აქვს ორბირთვიანი Core i3-8145U. გრაფიკაზე პასუხისმგებელია როგორც ჩაშენებული GPU, ასევე დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce MX130. DDR4-2400 ოპერატიული მეხსიერების მოცულობა უფროსი ვერსიის შემთხვევაში 32 გიგაბაიტია. მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია მყარი დისკი 500 გიგაბაიტი ან 1 ტერაბაიტი მოცულობით, აგრეთვე M.2 დრაივი 128-დან 512 გიგაბაიტამდე ტევადობით (ხელმისაწვდომია ვერსიები SATA და PCIe NVMe ინტერფეისებით). ProBook 440 G6 ლეპტოპის კორპუსი დამზადებულია ალუმინისგან, გაბარიტებია 324,2 × 237,7 × 18 მმ, წონა - 1,6 კგ. აქვს USB 3.1 Type-C პორტი და სამი USB 3.0 Type-A პორტი, აგრეთვე HDMI 1.4b ვიდეოგამშვები, ქსელური პორტი RJ-45, SD-ბარათის სლოტი და 3,5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. ლეპტოპი წარმოდგენილი იქნება Windows 10 Pro-ზე ან Home-ზე, აგრეთვე - FreeDOS 3.0 ვერსიით (ფაქტობრივად, ოპერაციული სისტემის გარეშე). ლეპტოპის ღირებულება და გაყიდვის დაწყების თარიღი ჯერჯერობით არ დასახელებულა. https://3dnews.ru/978855 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.