Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Gigabyte-მა გამოუშვა ახალი ვიდეო ბარათი წყლით გაგრილების სისტემით - AORUS GeForce RTX 2080 Ti XTREME WATERFORCE 11G. ბარათი დაფარულია ოდნავ ამობურცული წყლის ბლოკით, რომელსაც განათებები აქვს ორ მხარეს. წყლის ბლოკი დამზადებულია კომპანია Asetek-ის მიერ. ბირთვის ქარხნული აჩქარება 1545-დან 1770 მეგაჰერცამდეა. მეხსიერების ოვერქლოქინგი აღწევს 14140 მეგაჰერცს, ნაცვლად სტანდარტული 14000 მეგაჰერცისა. ვიდეო ბარათის ზომებია 290 х 131 х 40 მმ. გაგრილებას უზრუნველყოფს 240 მილიმეტრიანი რადიატორი ორი 120 მილიმეტრიანი ვენტილატორით, რომლებიც წარმოდგენილია RGB განათებით. ბარათზე განთავსებულია 7 ვიდეოგამშვები, თუმცა ერთდროულად შვიდივეს გამოყენება დაუშვებელია. შესაძლებელია გამოყენება შემდგი სქემების მიხედვით: 3xHDMI + 1xDP + 1xUSB-C  ან 3xDP + 1xHDMI + 1xUSB-C. 

ტექნოლოგია RGB Fusion წარმოდგენილია განათების ფერების ცვლილების მრავალი შესაძლებლობით. განათებითაა მოცემული ასევე ფოლადისგან დამზადებული უკანა პანელი, რომელზეც განთავსებულია RGB AORUS ლოგო. ვიდეო ბარათის შეძენისას მწარმოებელი იძლევა ოთხწლიან გარანტიას. მისი ღირებულება 1400 აშშ დოლარიდან იწყება. 

 image.pngimage.pngimage.pngimage.pngimage.png 

  • Like 1
  • Upvote 3

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.