Magdalena Posted November 29, 2018 Posted November 29, 2018 კომპანია Gigabyte-მა გამოუშვა ახალი ვიდეო ბარათი წყლით გაგრილების სისტემით - AORUS GeForce RTX 2080 Ti XTREME WATERFORCE 11G. ბარათი დაფარულია ოდნავ ამობურცული წყლის ბლოკით, რომელსაც განათებები აქვს ორ მხარეს. წყლის ბლოკი დამზადებულია კომპანია Asetek-ის მიერ. ბირთვის ქარხნული აჩქარება 1545-დან 1770 მეგაჰერცამდეა. მეხსიერების ოვერქლოქინგი აღწევს 14140 მეგაჰერცს, ნაცვლად სტანდარტული 14000 მეგაჰერცისა. ვიდეო ბარათის ზომებია 290 х 131 х 40 მმ. გაგრილებას უზრუნველყოფს 240 მილიმეტრიანი რადიატორი ორი 120 მილიმეტრიანი ვენტილატორით, რომლებიც წარმოდგენილია RGB განათებით. ბარათზე განთავსებულია 7 ვიდეოგამშვები, თუმცა ერთდროულად შვიდივეს გამოყენება დაუშვებელია. შესაძლებელია გამოყენება შემდეგი სქემების მიხედვით: 3xHDMI + 1xDP + 1xUSB-C ან 3xDP + 1xHDMI + 1xUSB-C. ტექნოლოგია RGB Fusion წარმოდგენილია განათების ფერების ცვლილების მრავალი შესაძლებლობით. განათებითაა მოცემული ასევე ფოლადისგან დამზადებული უკანა პანელი, რომელზეც განთავსებულია RGB AORUS ლოგო. ვიდეო ბარათის შეძენისას მწარმოებელი იძლევა ოთხწლიან გარანტიას. მისი ღირებულება 1400 აშშ დოლარიდან იწყება. https://overclockers.ru/blog/ddr77/show/22318/aorus-geforce-rtx-2080-ti-xtreme-waterforce-11g--novaja-vodjanaja-karta-ot-gigabyte 1 3
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now