Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის თავმჯდომარე ჯეი კლეიტონი სიტყვით გამოვიდა ღონისძიება Consensus Invest-ზე, სადაც განაცხადა, რომ ვერ ხედავს კრიპტოვალუტების დამტკიცების შესაძლებლობას საფონდო ბირჟებზე, სანამ საბაზრო მანიპულაციების პრობლემა არ მოგვარდება. 

„არ ვარ მზად, გითხრათ, როგორ გადაწყდება ეს პრობლემა, თუმცა იგი მოსაგვარებელია“ - განაცხადა კლეიტონმა. – „ფასები, რომლებსაც იღებენ საცალო ვაჭრობის კლიენტები - უნდა იყოს მანიპულაციებისგან თავისუფალი, რათა კლიენტებს ჰქონდეთ საშუალება დაეყრდნონ მათ. ფასები შესაძლოა იყოს არასტაბილური, მაგრამ თავისუფალი უნდა იყოს მანიპულაციებისგან“. 

SEC-ის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საუბრობდა საკუთარი - და არა იმ ორგანიზაციის სახელით, რომელსაც ხელმძღვანელობს. იგი ასევე შეეხო ტოკენების კლასიფიკაციის თემასაც „ტოკენი სამრეცხაოსთვის“ მაგალითზე (რომელიც ერთხელ უკვე ახსენა აპრილში): 

„თუკი მაქვს ტოკენი, რომელსაც ვიყენებ სამრეცხაოში სარეცხის რეცხვისთვის -  ეს არ არის ფასიანი ქაღალდი. ხოლო თუ მექნება ათი ასეთი ტოკენისგან შექმნილი ნაკრები, ამავე დროს კი სარეცხი აპარატები ჯერ კიდევ დამზადების პროცესში იქნება, ტოკენებით სარგებლობას კი სამომავლოდ შევძლებ და მათ ვყიდულობ იმისათვის, რომ შემდეგ გავყიდო და მოგება მივიღო - ეს იქნება ფასიანი ქაღალდი“ - განაცხადა კლეიტონმა. 

 

Posted

შემდეგი კრუპნი SEC ETF განხილვა მარტისთვისაა დაგეგმილი და ვნახოთ აბა მიიღებენ თუ არა, მე რაღაც არა მგონია მარტშიც რომ დადგინონ ეგ კანონები

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.