Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Microsoft-ის ერთ-ერთი უახლესი Garage როექტი განსაკუთრებით გამოადგებათ დიზაინერებს, რომლებიც მუშაობენ 360 გრადუსიან სცენებზე. 

კომპანიის ექსპერიმენტალურმა პროექტმა, Microsoft Garage-მა ბოლო წლებში უამრავი საინტერესო და სასარგებლო აპლიკაცია შექმნა. მათგან ბოლო - სახელწოდებით Sketch 360, აგრძელებს საერთო ტენდენციას და საშუალებას იძლევა, შეიქმნას 360 გრადუსიანი VR სცენები Windows ink-ის მეშვეობით. 

Sketch 360 შექმნა Microsoft Creative Experience-ის ინჟნერმა Michael Scherotter-მა იმ მიზნით, რომ გაეადვილებინა 360 გრადუსიანი სცენების შექმნის პროცესი. „მეტად რთულია მუშაობა 360 გრადუსიან არეალში. გვიწევს სწორი ხაზების ნაცვლად გამრუდებულად ვხაზოთ და სანამ მუშაობას არ დავასრულებთ, ვერ ვხედავთ რა მივიღეთ“ - აცხადებს Scherotter-ი. Sketch 360 ცდილობს ამ პრობლემების გადაჭრას, დიზაინერებს სთავაზობს იდეების პროტოტიპებს  და შესაძლებლობას - იხილონ ეს პროტოტიპ-გამოსახულებები 360 გრადუსით მანამ, სანამ 3D-მოდელირების რთულ პროცესში ჩაერთვებიან. 

იხილეთ Sketch 360-ის უნქციების ჩამონათვალი: 

  • 360 გრადუსიანი ესკიზების ხატვა Windows Ink-; 

  • ფაილების ექსპორტი JPEG ფორმატში; 

  • ექსპორტირება HTML, CSS, JS, JPEG ვებ-გვერდებზე; 

  • ამოჭრის, კოპირებისა და ჩასმის შესაძლებლობა; 

  • სასურველი ფერის ფონის არჩევა; 

  • ესკიზის შექმნა სრულეკრანიან რეჟიმში; 

  • ესკიზის 360 გრადუსიანი თვალთახედვის კუთხით ასახვა; 

  • ექსპორტი სხვადასხვა რეზოლუციების მქონე გამოსახულებებზე. 

Sketch 360 საინტერესო ინსტრუმენტია არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის. მისი ჩამოტვირთვა უფასოდ შეგიძლიათ Microsoft Store-დან: https://bit.ly/2FVsOrw 

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.