Jump to content

Recommended Posts

Posted

Amazon-2.png

The Wall Street Journal-ის თანახმად, Amazon-ი გეგმავს გაყიდვაში გამოუშვას პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც წაიკითხავს სამედიცინო ჩანაწერებს და მომხმარებელს შესთავაზებს კონკრეტულ ხელსაყრელ წინადადებებს ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და ფინანსების დაზოგვის მიზნით. 

პროგრამა ახდენს სამედიცინო ფაილების სკანირებას და აგროვებს შესაბამის ინფორმაციას, მაგალითად, პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას, პროცედურებს, რეცეპტებსა და მედიკამენტებთან დაკავშირებულ ცნობებს. სხვა მსგავსი ალგორითმები ვერ ახდენდნენ ექიმების მიერ მითითებული აბრევიატურების იდენტიფიკაციას, Amazon-ი კი ამტკიცებს, რომ თავის სისტემას „ასწავლა“ - ამოიცნოს თავისებურებები, თუ როგორ აკეთებენ ექიმები ჩანიშვნების ჩაწერას. Amazon-ის მხრიდან ამ პროგრამის გამოშვება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჯანდაცვის ბაზარზე.  

Amazon-ის გარდა, მსოფლიოს სხვა წამყვან კომპანიებსაც აქვთ წარმოდგენილი სხვადასხვა საშუალებები ჯანდაცვის სფეროში: გასულ წელს Microsoft-მა გამოუშვა health care division, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს პაციენტებისადმი განკუთვნილი სერვისის გაუმჯობესების მიზნით. აგრეთვე, კომპანია Apple-ის მიერ წარმოებული Apple Watch უფრო ხშირად პოზიცირებს არა როგორც ფიტნეს-მოწყობილობა, არამედ როგორც დივაისი ჯანმრთელობის კონტროლისთვის. Apple თანამშრომლობს სტენფორდის უნივერსიტეტთან, რათა შეიმუშავონ გულ-სისხლძარღვთა სისტემის საკვლევი საშუალებები და ელექტროკარდიოგრამის ფუნქცია.  

რაღა თქმა უნდა, ყველა კომპანიის მცდელობას ვერ ხვდა წარმატება წილად. მაგალითად, შეჩერდა Google Life Sciences-ის პროგრამა, რომელიც გულისხმობდა შემდეგს: უნდა შექმნილიყო სმარტ-პროგრამა, რომელიც შეძლებდა ცრემლში გლუკოზის აღმოჩენას. 

საზოგადოება იმედოვნებს, რომ Amazon-ის სამედიცინო მონაცემების ელექტრონული ბაზა გაუმკლავდება დაკისრებულ მოვალეობებს და რაიმე ხარვეზის გამო უფრო არ გააუარესებს პაციენტის მდგომარეობას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.