Magdalena Posted November 28, 2018 Posted November 28, 2018 ეგრეთწოდებული „სავაჭრო ომი“ ჩინეთსა და აშშ-ს შორის შესაძლოა იმ ეტაპამდე მივიდეს, რომ ამერიკელი მომხმარებლები 2019 წლის იანვრიდან იძულებულნი გახდებიან ჩინეთიდან იმპორტირებული პროდუქცია გაცილებით ძვირად შეიძინონ, რადგან პროდუქციაზე უკვე გაიზრდება საბაჟო გადასახადები. პროდუქცია, რომელიც 25%-ით დაიბეგრება, ჯამში არანაკლებ 200 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ამერიკის პრეზიდენტი კი იმუქრება მისი კიდევ გაზრდით ჩინეთის შეწინააღმდეგების შემთხვევაში - აღნიშნულია The Wall Street Journal-ის პუბლიკაციაში. ფოტოს წყარო: Seeking Alpha იგეგმება, რომ ჩინეთიდან აშშ-ში იმპორტირებული სმარტფონები და ლეპტოპები 10%-ით დაიბეგრება. ტრამპი კი აცხადებს, რომ ღირებულების ამგვარ მატებას ხალხი ადვილად გადაიტანს. ამგვარმა განცხადებებმა Apple-ის აქციების კურსზე იქონია გავლენა და შემცირება გამოიწვია: Apple თავის iPhone-ებს ჩინურ საწარმოებში აწყობს და მისი შემოსავლის უმთავრესი წყარო სწორედ სმარტფონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალია. https://overclockers.ru/hardnews/show/94624/donald-tramp-schitaet-chto-povyshenie-poshlin-na-iphone-pokupateli-perenesut-bezboleznenno
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now