Magdalena Posted November 28, 2018 Posted November 28, 2018 Facebook-ის მომხმარებლები იტყობინებიან ბაგზე, რომლის მიხედვითაც Messenger-ის ადრეული დიალოგები ავტომატურად ახდენს განახლებას და მომხმარებლები ხედავენ ძველ შეტყობინებებს ყოველგვარი კონტექსტისა და ახსნის გარეშე. კომპანია აცხადებს, რომ ძველი შეტყობინებები აღიქმება როგორც ახალი, წაუკითხავი მესიჯები და ჩნდება ინბოქსში. „ზოგიერთი მომხმარებელი ხედავს ძველ შეტყობინებებს Facebook.com-ზე. ჩვენთვის ცნობილია ეს ფაქტი და აქტიურად ვმუშაობთ რაც შეიძლება სწრაფად მოგვარებაზე. მომხმარებლებს ბოდიშს ვუხდით მომხდარის გამო“ - განაცხადა Facebook-ის პრეს-სპიკერმა. ამ დროისათვის პრობლემა უკვე მოგვარებულია. მრავალი მომხმარებლის უკმაყოფილება გამოიწვია ზემოთხსენებულმა შემთხვევამ, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში მათ თვალში ხვდებოდა მიმოწერები ოჯახის ყოფილ წევრთან ან ახლობელ გარდაცვლილ ადამიანთან წარსულის მიმოწერები, რაც ბუნებრივია უსიამოვნებას იწვევდა. ეს შემთხვევა არ არის პირველი, დაახლოებით მსგავსი რამ მოხდა 2015 წელს, როდესაც ავტომატურად უკან ბრუნდებოდა წარსული მოგონებები იმ მომხმარებლებთან, რომლებიც იყენებდნენ ფუნქცია On This Day-ს. ეს შემთხვევა იმით აიხსნება, რომ პლატფორმის ძირითად ალგორთმს არ შეუძლია განასხვავოს სადღესასწაულო, მისალოცი, მხიარული ხასიათის შეტყობინებები და მოგონებები ტრაგედიებისგან. ხსენებული პრობლემა, როგორც კომპანია აცხადებს, ამ დროისათვის სრულიად მოგვარებულია. https://www.theverge.com/2018/11/26/18113539/facebook-messenger-old-threads-conversations-resurfacing-no-reason
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now