Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpegimage.jpeg

ASUS-მა დააანონსა VivoBook 14 (X420)  VivoBook-სერიის უახლესი მოდელი, რომელიც არის საკმაოდ კომპაქტური და მსუბუქი, აქვს 14-დუიმიანი NanoEdge დისპლეი, რომელიც ეკრანის 87%-ს მოიცავს. შესაბამისად, ლეპტოპი წარმოდგენილია წვრილი ჩარჩოებით. 

VivoBook 14-ს აქვს მერვე თაობის Intel Core i7 პროცესორი და ინოვაციური ErgoLift hinge, რომლის წყალობით უფრო კომფორტული ხდება კლავიატურის გამოყენება. 

ეკრანის ჩარჩოები მხოლოდ 5,7 მმ სისქისაა, რის ხარჯზეც დისპლეის უკავია თითქმის მთლიანი ეკრანი, ლეპტოპი კი ჯამში მსუბუქი და პორტატულია. მისი გაბარიტებია 322,4 x 210 x 17,7 მმ, წონა კი - სულ რაღაც 1,4 კგ. 

როგორც ვთქვით, VivoBook 14 მუშაობს მერვე თაობის Intel Core i7 პროცესორზე, აქვს SSD მოცულობა 512 გიგაბაიტამდე. ეს ლეპტოპი ყოველდღიური მოხმარებისთვისაა განკუთვნილი და იგი იდეალურია პროდუქტიული მუშაობისთვის, მულტიმედიის რედაქტირების ან casual-თამაშებისთვის. გარდა ამისა, dual-band 802.11ac Wi-Fi უზრუნველყოფს 867 მბიტი/წამამდე სიჩქარეს. ლეპტოპს აგრეთვე აქვს Bluetooth 4.2 კავშირის მხარდაჭერა. 

ErgoLift-ტექნოლოგიის მეშვეობით უზრუნველყოფილია კლავიატურის ხანგრძლივი კომფორტული გამოყენება. მისი უნიკალური დიზაინის მიხედვით, კლავიატურა სამი გრადუსით ხრება ლეპტოპის გახსნისას, რაც დესკტოპ-კლავიატურის ეფექტს იძლევა. 

კლავიატურა წარმოდგენილია განათებებით, რაც საშუალებას იძლევა გამოიყენოთ იგი ცუდი განათების პირობებშიც.  

პორტებიდან VivoBook 14-ს აქვს USB Type-C  (USB-C ), USB 3.1 Gen 1 Type-A, USB 2.0, HDMI და microSD-წამკითხველი.  

VivoBook-ის ყველა მოდელი წამოდგენილია მაღალხარისხიანი ბატარეებით, სამუშაო ხანგრძლივობა ერთი დღეა ( all-day battery life) და ჯამში, ბატარეების ქმედითუნარიანობის ხანგრძლივობა სამჯერ მეტია სტანდარტულ ლითიუმ-იონურ ბატარეებთან შედარებით. სწრაფი დატენვის ტექნოლოგია უზრუნველყოფს, 60%-ზე დაიტენოს ლეპტოპი 49 წუთში. ინტეგრირებული ASUS Battery Health Charging-ი უზრუნველყოფს უსაფრთხო დატენვას და იძლევა გარანტიას, რომ დატენვის პროცესში გაკონტროლდება ბატარეის მდგომარეობა 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.