Jump to content

Recommended Posts

Posted

Xigmatek Zest-ის კვალად, კომპანიამ გამოუშვა მისი შემცირებული ვერსია - Venom X. მასაც, ორიგინალის მსგავსად, აქვს გამოწრთობილი მინისგან დამზადებული წინა და გვერდითი პანელები. კორპუსი გათვლილია შემდეგი ფორმ-ფაქტორის დედა დაფებზე: ATX, M-ATX, Mini ITX და E-ATX. 

image.jpeg 

კორპუსი დამზადებულია ფოლადისგან, მისი გაბარიტებია 435 х 200 х 435 მმ. მასში შესაძლებელია განთავსდეს 158 მილიმეტრამდე სიმაღლის ქულერი და 380 მმ სიგრძის ვიდეო ბარათი (ან გაფართოების სხვა ბარათი). 

image.png

„უფროს“ მოდელთან შედარებით, კორპუსს უფრო მოკრძალებული შესაძლებლობები აქვს გაგრილების სისტემის ფორმირებისთვის. უკანა კედელზე შესაძლებელია დაყენდეს 120 მილიმეტრიანი ვენტილატორი ან იმავე ზომის რადიატორი, ზედა ნაწილში - 2х120 ან 2х140, წინა კედელზე 3х120 ან 2х140, ან 120/240 მმ ზომის თხევადი გაგრილების სისტემის რადიატორი. ქარხნულ კონფიგურაციაში წინა პანელზე განთავსებულია 3х120 მილიმეტრიანი ვენტილატორი - Xigmatek CX-120 Rambo RGB და ერთი 120 მილიმეტრიანი - უკანა კედელზე. 

გასაყიდი ფასი და გაყიდვის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 

  • Upvote 2

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.