Magdalena Posted November 24, 2018 Posted November 24, 2018 MSI-ს დედა დაფების ასორტიმენტს შეემატა მოდელი MAG Z390M Mortar, რომლის ბაზაზეც შესაძლებელია საკმაოდ კომპაქტური დესკტოპ-სისტემის აწყობა Intel-ის პლატფორმაზე. დედა დაფა შეესაბამება Micro-ATX ფორმატს, მისი გაბარიტებია 244 × 244 მმ. მის საფუძველს წარმოადგენს Intel Z390 ლოგიკა, რაც საშუალებას იძლევა, გამოყენებულ იქნას მერვე და მეცხრე თაობის Core პროცესორები (LGA 1151 შესრულებით). სისტემაში შესაძლებელია 64 გიგაბაიტამდე DDR4-4400(OC)/…/2133 ოპერატიული მეხსიერების გამოყენება 4 × 16 გბ კონფიგურაციით. დრაივებისთვის განკუთვნილია ოთხი პორტი SATA 3.0 და ორი М.2 კონექტორი. დედა დაფას აქვს ორი PCIe 3.0 x16 სლოტი დისკრეტული გრაფიკული ბარათებისთვის, ერთი PCIe 3.0 x1 სლოტი გაფართოების და დამატებითი М.2 კონექტორი უსადენო კავშირისთვის. ხმოვან ქვესისტემაში გამოყენებულია 7.1 ფორმატის კოდეკი Realtek ALC892 . ასევე აქვს ქსელური კონტროლერი Intel I219-V Gigabit LAN. გათვალისწინებულია ფერადი განათება - MSI Mystic Light. დაფაზე განთავსებულია კონექტორები კლავიატურისა და მაუსისთვის, DisplayPort, DVI-D და HDMI - გამოსახულებისთვის. ასევე - თითო პორტი USB 3.1 Gen2 Type-A და USB 3.1 Gen2 Type-C, USB 2.0 პორტები, კონექტორი ქსელური სადენისთვის და აუდიოკონექტორების ნაკრები. https://3dnews.ru/978557 2
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now