Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა შექმნეს თვითმფრინავი, რომელსაც შეუძია იფრინოს რაიმე სახის ნაწილების მოძრაობის გარეშე - აცხადებს MIT Technology Review. ამგვარი რამ მიღწეულ იქნა ელექტროაეროდინამიკური ძრავის წყალობით, რომელშიც გამოყენებულია ელექტროდების წყვილი, რაც ქმნის იონურ ქარს. ეს მოვლენა ცნობილია 1960-იანი წლებიდან (კომპანია Apple-ს ჯერ კიდევ 2012 წელს ჰქონ გეგმაში, გამოეყენებინა ეს ტექნოლოგია თავისი ლეპტოპების გაგრილების სისტემაში), თუმცა ზემოთხსენებული შემთხვევა პირველია, როცა იგი რეალიზდა საფრენ აპარატში. 

ეს „თვითმფრინავი იწონის მხოლოდ 2,45 კილოგრამს. კომერციული თავითმფრინავების ზომამდე მისი მასშტაბირების შემთხვევაში ამ აპარატს მიენიჭება უამრავი უპირატესობა ტრადიციულ თვითმფრინავებთან შედარებით: უსაფრთხოება, ხმაურის დონე, ეკოლოგიური უპირატესობა. თუმცა აქ პრობლემები ჩნდება: პირველ რიგში - ბატარეისთვის აუცილებელია 40 000 ვოლტი, რომელსაც ძრავს მიაწვდის, ეს კი საჭიროებს სისტემის მასიურობას. მასიურობა კი დიზაინმა უნდა დააკმაყოფილოს. 

მკვლევარები თვლიან, რომ ეს ტექნოლოგია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს უპილოტო საფრენ აპარატებში. ალტერნატივად ერთ-ერთმა მკვლევარმა წამოაყენა თეორია,  რომ ეს ტექნოლოგია გამოყენებულ უნდა იქნეს ტრადიციულ საფრენ ძრავთან კომბინაციაში, რაც გახდის საფრენ აპარატს უფრო ეკონომიურს და შეამცირებს წინაღობას.  

საფრენი აპარატის მანევრირება შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე:  https://www.youtube.com/watch?v=k0GAsNjBzEI 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.