Jump to content

Recommended Posts

Posted

თუკი ელოდით ფასდაკლებებს VR ჰედსეტებზე, სწორედ საუკეთესო დროა თქვენთვის. Black Friday / Cyber Monday სეზონზე შეძლებთ დაზოგოთ ფინანსები თქვენი ფავორიტი ჰედსეტის ან VR სოფთვეარის შეძენისას.  

HTC Vive Pro  

image.jpeg 

უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ ერთ-ერთი საუკეთესო მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენილია სამ კონფიგურაციად: სრულ კომპლექტში შედის Vive Pro ჰედსეტი, ორი კონტროლერი და წყვილი Steam VR 2.0 base station. HTC, როგორც წესი, ამ კომპლექტს ყიდის 1399 დოლარად, თუმცა ამჯერად კომპანიის საიტზეც და Amazon-ზეც მასზე 200 დოლარიანი ფასდაკლებაა შემოთავაზებული.  

იხილეთ შემოთავაზება: https://amzn.to/2DEFvVd 

Samsung Odyssey Plus 

image.jpeg 

Samsung-ს საკმაოდ კარგი ფასდაკლება აქვს თავის უახლეს ჰედსეტზე - Odyssey + Windows Mixed Reality-ზე. ხსენებული მოწყობილობა გასული თვიდან გამოვიდა ბაზარზე და მისი ფასი 499 აშშ დოლარია, დღესასწაულზე კი კომპანია მას 299 დოლარად გთავაზობთ.  

იხილეთ შემოთავაზება: https://bit.ly/2Sa5tE1 

Amazon-ზეც იყიდება Samsung Odyssey HMD 299 დოლარად, თუმცა მომხმარებლებს არ უნდა აერიოთ. Amazon-ზე შემოთავაზებული მოდელი ეს არის შარშანდელი მოდელი, რომელსაც არ აქვს Anti-Screen Door Effect ტექნოლოგია, ახლისგან განსხვავებით. 

Rift-ზე ფასდაკლება არ არის, მაგრამ Oculus თამაშები იყიდება  

image.jpeg 

არ გაუმართლათ მათ, ვინც ელოდა ფასდაკლებას Oculus Rift ან Go ჰედსეტებსა და სენსორულ კონტროლერებზე. თუმცა მათთვის, ვისაც უკვე აქვს Rift ჰედსეტი, განკუთვნილია შესანიშნავი შემოთავაზება: კომპანიამ უკვე გაააქტიურა ჰაბი „Fall in Fun” – (იხილეთ აქ: https://ocul.us/2Kpac1X ), რომელშიც თავმოყრილია 16-80 %-მდე ფასდაკლება 50-მდე პროდუქტზე. მაგალითად, შეგიძლიათ შეიძნოთ Arizona Sunshine ან  Skyworld 50%-იანი ფასდაკლებით ან დაზოგოთ 39 % Seeking Dawn-ზე. 

PlayStation VR 

image.jpeg 

PSVR ჰედსეტები 100 დოლარით ნაკლებად გაიყიდება სადღესასწაულო სეზონზე, 26 ნოემბრამდე. Sony ასევე გთავაზობთ PS4 კონსოლს (იხილეთ აქ: https://bit.ly/2OZJeyJ ) 199 დოლარად, რაც ნამდვილად კარგი შემოთავაზებაა.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.