Magdalena Posted November 23, 2018 Posted November 23, 2018 Microsoft-ი ამატებს ფუნქციურობის განმსაზღვრელ საშუალებას თავის Android Launcher აპლიკაციას. მსგავსი ფუნქცია Google-მა დაუმატა Android Pie-ს, Microsoft Launcher-ი კი ნებისმიერი Android-ის მომხმარებელს მისცემს საშუალებას, გაიგოს რა ხნის განმავლობაში გამოიყენებს აპლიკაციებს. მომხმარებლებს შეეძლებათ განსაზღვრონ ეკრანის აქტიურობის დრო, აპლიკაციების გამოყენების ხანგრძლივობა და ისიც კი, თუ რამდენჯერ განბლოკეს მოწყობილობა. Microsoft Launcher-ის მხარდაჭერა აქვთ მოწყობილობებს, რომლებიც მუშაობენ ოპერაციულ სისტემა Android 4.2-ზე ან მის ზედა ვერსიებზე, ასე რომ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, ახალი ფუნქცია Android-ის უამრავი მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი. Microsoft Launcher-ის უახლესი 5.1 აფდეითი აგრეთვე მოიცავს To-Do-სა და Sticky Notes-ის ინტეგრაციას, რაც ამ აპლიკაციებში ჩანიშნული მონაცემების სინქრონიზაციის საშუალებას მოგცემთ. Microsoft-ი ციფრული დამხმარის სახით ასევე ამატებს „Hey Cortana“-ს მხარდაჭერას Android launcher-ში. Microsoft Launcher 5.1-ის ბეტა-ვერსია უკვე ხელმისაწვდომია Google Play Store-ში და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდება უახლოეს პერიოდში. https://www.theverge.com/2018/11/21/18106698/microsoft-launcher-digital-health-features-updates Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.