Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

26 ნოემბერს, 12 საათზე, გაიმართება კიბერ-სავარჯიშოების პორტალის www.cyber-lab.tech-ის პრეზენტაცია.   

? 26 ნოემბერი, 12 საათი 
?ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი. 
დასწრება თავისუფალია. 

 

#Cyber-lab.tech - ეს არის კიბერ სავარჯიშოების დისტანციური პორტალი  

დღეისათვის ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოება გახდა უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნების ელექტრონული ინფრასტრუქტურის სტაბილური ფუნქციონერებისა და განვითარებისათვის. ამის გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფის CERT-GOV-GE და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“-ს თანამშრომლობით შეიქმნა კიბერ სავარჯიშოების დისტანციური პორტალი www.cyber-lab.tech. 

პორტალი ძირითადად განკუთვნილია საქართველოს უნივერსიტეტების საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) მიმართულების სტუდენტებისთვის, რათა მათ გაიღრმაონ პრაქტიკული უნარები კიბერ ინციდენტების აღმოჩენასა და რეაგირებაში. პორტალი აგრეთვე სასარგებლო იქნება საჯარო და კერძო სექტორში მომუშავე IT პერსონალისთვის და მათ დაეხმარება სწრაფად და ეფექტურად მოახდინონ რეაგირება კიბერ ინციდენტებზე ორგანიზაციის კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაში. 

დისატანციურ პორტალზე განთავსებული სავარჯიშოები ეხება შემდეგ  საკითხებს: 

    • კრიპტოგრაფია; 

    • რეალური ინციდენტების მავნე კოდის ანალიზი; 

    • რეალური სერვერების კიბერ ინციდენტების ლოგ ფაილების ანალიზი; 

    • რევერსიული ინჟინერია; 

    • ქსელური ნაკადების ანალიზი; 

    • კიბერ ანალიტიკა. 

Facebook-ზე განთავსებული ივენთი იხილეთ აქ: https://www.facebook.com/events/331402574345960/ 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.